კონფლიქტები ჩამოგდებული IL-76 ლუგანსკის აეროპორტში 2014, 16 ივნისი, 13:09 ოფიციალური ინფორმაციით ლუგანსკში ჩამოგდებული თვითმფრინავის IL-76-ის ბორტზე 9 ეკიპაჟის წევრი და 40 სამხედრო იმყოფებოდა, სამწუხაროდ ვერცერთი ვერ გადარჩა. თვითმფრინავი ლუგანსკის აეროპორტში დასაშვებად ემზადებოდა, როცა ის ჩამოაგდეს. უკრაინის ხელისუფლება ამ შემთხვევას ტერაქტად აფასებს და სისხლის სამართლის საქმეც აღძრა. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინიციატივით 16 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა უკრაინაში. 43 შეფასება არ არის
|