საქართველო სასაცილო არჩევნები 2014 წ.... 2014, 16 ივნისი, 19:26 მოკლედ, რომ გაგეცნოთ, მე ვარ ერთ-ერთი მოხალისე იმ ადამიანებისაგან, რომელებიც მომხრენი არიან ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. 18 წლიდან დამკვირვებლად ვმუშაობ სხვადასხვა ორგანიზაციაში, ამას აქვს თავისებური ფინანსური ინტერესიც და იმის „მუღამიც“ რომ სხვის პაწაწინა საიდუმლოებებს შეხედოთ. მოკლედ ჩემი ასაკის გოგონები შოპაგოლიკები არიან, მე კიდევ არჩევნებზე დაკვირვება მიყვარს. შორიდან თითქოს მარტივ საქმეში, მთელი დღე დააკვირდე ათასობით ადამიანის შემოსეირნება-გასეირნებას, რთული არაფერია, რომ არ ჩავთვალოთ 18 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ხშირად კი 24 საათიანი)... თუმცა ყველაზე რთული ჩემო კარგებო უბნის დახურვიდან იწყება. ათასნაირი უცნაური პროცედურა, რომელიც სიმართლე გითხრათ უფრო სწრაფადაც შეიძლება გაკეთდეს, ვიდრე აკეთებენ, დაძაბულობა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ქმნიან და არასამთავრობოები - რომლებიც ნამდვილად არასამთავრობოები არიან და უბრალოდ შექმნილები, რომელთა უკანაც პარტიები დგანან. თქვენ აზრზეც არ ხართ და ალბათ ვერც წარმოიდგენთ რამხელა დაძაბულობაა ოთახებში თუ საკუთარ თავზე არ გამოცდით ამას. მაგრამ ამ ყველაფრის უკან იმალება ბიულეტინების დახარისხება, ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე სასაცილო მომენტი არჩევნებისა. სწორედ კურიოზებზე მინდა გესაუბროთ ქვემოთ (თუ რათქმაუნდა ჯერ კიდევ კითხულობით ჩემს სტატიას). მოკლედ ამხელა გამოცდილების შემდეგ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ბევრი ამომრჩეველი მარტო იმიტომ მოდის არჩევნებზე, რომ სახლში არ ეჯდომება უსაქმურობისგან. ბევრი ფიქრობს, რომ მისი ხმა გაყალბდება და ბიულეტინის გასაფუჭებლად მოდის... სწორედ ასეთებზე მინდა გესაუბროთ. პირველი ფაქტები, რაც მინდა მოვიყვანო არის ბიულეტინში ჩამატებული კანდიდატურები: - მიხეილ გელა - სხვათაშორის წელს მას ჩემს უბანზე ბევრ კანდიდატზე მეტი ხმა ჰქონდა; - დურმიშხანა შაშხანა; - დიმპიტაური; - ბეილი; - კრისტიანო რონალდო; - არიენ რობენი; - დათა თუთაშხია; - ლამპარდი; - თუფაქი; - დავით აღმაშენებელი და ერეკლე მეფე მათ შორის ყველაზე სერიოზული კანდიდატურები არიან. ბევრმა პატარა იუმორისტული საღამო გვაჩუქა, კერძოდ ყველასთვის ნაცნობი შაირები: - ახტა გოჭი, დახტა გოჭი (ბოლომდე რათქმაუნდა); - აქეთ ფიცარი, იქით ფიცარი და ა.შ. იყო უამრავი ანეგდოტიც და ლექსიც. ატასობით იყო ნახატები. ორიგინალური ხალხი მანქანების, ყვავილების, სახლების და მზის სურათებს ტოვებდა. არაორიგინალური და უზრდელი ხალხი კი სასქესო ორგანოებს და კამასუტრას ხელნაწერებს. ბევრი ადამიანის იცით რა არ მესმის? მოდიან 10 წუთი დგანან კაბინაში და რაღაცას აკეთებენ, ან არის შემთხვევები, რომ 10 წუთი დგანან და თან კაბინაზანზარებს, ხალხოოოოო, შემოხაზვას 1 წუთიც არ უნდა და შესაბამისად ყველა დამკვირვებელმა და წევრმა ვიცით, რომ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც აფუჭებთ ბიულეტინებს. დავიჯერო სახლში საქმე არ გაქვთ? როგორ შეიძლება ყველა კანდიდატურა შემოხაზო, მერე დაჯღაპნო გახევამდე, ისე რომ მისგან საცერი გამოვიდეს, რატომ აკეთებთ ამას? ამ ყველაფრის გარეშეც შეიძლება ბიულეტინის გაფუჭება ორი შემოხაზეთ და მორჩა, რას იკლავთ თავს ან რიგს რას აყენებთ. კიდევ ერთი რამეა გამახიზიანებელი, პატარა ბავშვებმაც იციან როგორ მისცენ ხმა, იმიტომ, რომ ბასტი-ბუბუს ყურების შემდეგ რეკლამას უყურეს და დაამახსოვრდათ. თქვენ უფროსებო რა დაგემართათ საიმისო, რომ ერთი რამ დაიმახსოვროთ: უნდა შემოხაზოთ (ან რაიმე ნიშნით გამოყოთ სასურველი კანდიდატი), გადაკეცოთ, ჩადოთ კონვერტში და ჩააგდოთ.... 100-დან 80 კითხულობთ შემოვხაზო თუ რა ვქნა? არის კიდევ უამრავი უცენზურო სიტყვებით „მორთული და გალამაზებული“ ბიულეტენები... ვხვდები, რომ ცხოვრებამ გაგამწარათ, მაგრამ ჩვენ რა დაგიშავეთ, რომ გვაგინებთ... წელს განსაკუთრებით ბევრი იყო მოწყალების გამღები ხალხი, სხვადასხვა კონვერტებში შეგროვებული ხურდა ფულით მოვაგროვეთ 1 ლარი და 3 თეთრი... იყო ასევე ადამიანი, რომელმაც ახალი პეზერვატივი დატოვა... დიდი მადლობა ბატონო, რატომ წუხდებოდით. ბოლოსკენ მოვიტოვე ერთი პატარა სახალისო კანდიდატურები, რომელიც სხვათაშორის 1953 წელს დაბადებულმა ქალბატონმა რ.ნ-მ შემოგვთავაზა, მოგეხსენებათ სამი ბიულეტინი იყო წელს და შესაბამისად სამი სხვადასხვა კანდიდატურა იყო: - ძუძუ; - სექსი; - ორგაზმი; დიდი მადლობა ქალბატონო რ.ნ. კარგია იმის გააზრება, რომ 60 წლის ქალბატონი ჯერ კიდევ ახალგაზრდულად მსჯელობთ და გსურთ მომავალმა თაობებმა მაინც მიიღონ და განიცადონ ის, რაც საბჭოთა კავშირის დროს ტაბუ დადებული იყო თქვენთვის. P.S. სქესი, სახელი და გვარი რთული გასაგები არაა და არ გაგიკვირდეთ საიდან გავიგე, ყოველ ამომრჩეველს გაქვთ თქვენთვის მონიჭებული ნომერი და უბნის მაშტაბით შესაძლებელია თქვენი სახელის, გვარის და დაბადების თარიღის გარკვევა... ასე, რომ უსაქმურობისთვის არჩევნებზე წაბოდიალებას ჯობია გახვიდეთ გარეთ და დაბინძურებული ტყე-პარკები დაალაგოთ, ამით მაინც მოიტანთ სარგებელს საზოგადოებისათვის. 88 2-ს მოსწონს
|