საზოგადოება ათი გამომგონებელი, რომელთა სიცოცხლე მათივე გამოგონებებმა შეიწირა 2014, 18 ივნისი, 22:01 როცა გვესმის იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარმა გამოგონებებმა შეიწირეს, მაშინათვე გვახსენდება შემდეგი სახელები: მარია კიური, რომელიც მისივე აღმოჩენილი რადიაქტიურობის მსხვერპლი გახდა; ფრანც რეიჰელტი, რომელიც ეიფელის კოშკიდან გადმოხტა მისივე შექმნილი პარაშუტით და სასიკვდილოდ დაიმტვრა; ჰორაციო ლოუსონ ჰანლი, რომელიც დაიხრჩო მისივე პროექტით აგებულ წყალქვეშა ნავში; ოტო ლილიენტალი, რომელიც მისივე გამოგონებული პლანერით გადმოხტომისას დაიღუპა. მოდით გავიხსენოთ ეს და კიდევ სხვა ადამიანები, რომლებიც თავისივე გამოგონებების მსხვერპლი გახდნენ. 1. ჰენრი სმოლინსკი (1933-1973) ჰენრი სმოლინსკი ამერიკული კონმპანიის Northrop-ის ინჟინერი იყო. მან ეს სამსახური დატოვა და საკუთარი კომპანია შექმნა, რომელსაც მფრინავი ავტომობილები უნდა ეწარმოებინა. სმოლინსკიმ გამოიგონა მფრინავი ავტომობილი MIZAR . გამომგონებელი დაიღუპა თავისივე ქმნილების გამოცდის დროს. ფრენის დროს MIZAR-ს მარჯვენა ფრთა მოძვრა და ჩამოვარდა. სმოლინსკი ადგილზევე დაიღუპა. 2.ჰენრი უინსტენლი (1644-1703) უინსტენლის გამოგონება იყო ედისტონის შუქურა. გამომგონებელი დაიღუპა 1703 წელს საშინელი შტორმის დროს, როცა მის მიერ დაპროექტებული შუქურის შეკეთებას ახდენდა. 3.ოტო ლილიენტალი(1848-1896) ლილიენტალის გამოგონებას წარმოადგენდა პლანერი. გამომგონებელი დაიღუპა იმ დროს, როცა პლანერით ფრენის ცდას ატარებდა. მასის არათანაბრად განაწილების გამო პლანერი ქარმა გადააბრუნა და ძირს დაცემულმა გამომგონებელმა ხერხემალი გადაიმტვრია. სიკვდილის წინ ოტომ მოასწრო ეთქვა: "მსხვერპლი გარდაუვალია". 4. მაქს ვალიე მაქს ვალიე იყო ავსტრიელი გამომგონებელი, ფიზიკოსი და სარაკეტო ტექნიკის პიონერი. ის ბევრს მუშაობდა, რომ კოსმოსური გაფრენა რეალობაში განეხორციელებინა.ვალიე უამრავ ექპერიმენტს ატარებდა. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს, როცა ის საწვავ მასალად სპირტის გამოყენებაზე ატარებდა ცდებს, ლაბორატორია აფეთქდა და ვალიე დაიღუპა. 5.მაიკლ დაკრი მაიკლ დაკრს უნდოდა მსოფლიოსათვის პირველი მფრინავი ტაქსი ეჩუქებინა. დაკრი იყო ბრიტანული ავიაციის პიონერი და თავისი საქმის ბრწყინვალე ოსტატი. მისი სანუკვარი ოცნება იყო შეექმნა ისეთი მფრინავი ტაქსი, რომელიც ლონდონიდან ჰიტროუს აეროპორტამდე (Heathrow Airport) 4 წუთში მიფრინდებოდა. სამწუხაროდ, მის ოცნებას ასრულება არ ეწერა: 2009 წელს გამომგონებელი დაიღუპა თავისი პირველივე ქმნილების ტესტური გაფრენის დროს. 6.უილიამ ბალოკი (1813-1867) უილიამ ბალოკის გამოგონებას წარმოადგენდა როტაციული საბეჭდი მანქანა, რომელიც გადატრიალებას მოახდენდა ბეჭდვით საქმეში. ერთ-ერთი ასეთი მანქანის გამოცდის დროს მოხდა უბედური შემთხვევა: გამომგონებელს ფეხი საბეჭდ მანქანაში გაეჭედა, დროულად ვერ მოხერხდა მანქანის გაჩერება და ბალოკის ფეხი მისმა ქმნილებამ საშინლად დაჩეჩქვა. უილიამ ბალოკი დაზიანებულ ფეხზე განვითარებული განგრენის შედეგად გარდაიცვალა. 7.ალექსანდრე ბოგდანოვი ბოგდანოვი იყო ერთ-ერთი პიონერი, ვინც გამოიგონა სისხლის გაცვლითი გადასხმა. სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა სსრკ-ში სისხლის გადასხმის ინსტიტუტი. თუმცა სამწუხაროდ, მან ძალიან შორს შეტოპა ამ საქმეში და გასცდა მეცნიერების საზღვრებს. ბოგდანოვი ამტკიცებდა, რომ სისხლის გადასხმით შესაძლებელი იყო მუდმივი ახალგაზრდობის და დღეგრძელობის მიღწევა. ის დაიღუპა სისხლის შეუთავსებლობით, როცა გადაისხა თავისი სტუდენტის სისხლი, რომელიც დაავადებული იყო ტუბერკულიოზით და მალარიით. 8.ფრანც რაიჰელტი(1879-1912) ფრანგი ფრანც რაიჰელტი მთელი ცხოვრება მკერავი იყო, ხოლო მუშაობისაგან თავისუფალ დროს დაკავებული იყო "მოსასხამი-პარაშუტის " შექმნით აეროპლანის პილოტებისათვის. იმ დროს აეროპლანები სულ ახალი გამოგონებული იყო. პარაშუტის პირველი გამოცდა მანეკენზე ჩატარდა და მან წარმატებით ჩაიარა. ამის შემდეგ რაიჰელტმა გადაწყვიტა თვითონვე ჩაეტარებინა ტესტირება საკუთარი გამოგონებისა, გადმოხტა რა ეიფელის კოშკიდან. ეს ნახტომი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. 9.მარია კიური(1867-1934) ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი მარია კიური ცნობილია თავისი კვლევებით რადიოაქტიობაზე. მან აღმოაჩინა ორი რადიაქტიური ელემენტი-პოლონიუმი და რადიუმი და ორჯერ იყო ნობელის პრემიის ლაურეატი. მეცნიერი შეეწირა თავისსავე ცდებს, როცა იკვლევდა რადიაქტიობის ცუდ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე: 1934 წელს ის გარდაიცვალა ჰიპოპლასტიკური ანემიით, რომელიც მას დიდი დოზით დასხივების შედეგად განუვითარდა. 10.პერილოსი ათენიდან ყველა ამ გამოგონებიდან, რომლებმაც იმსხვერპლეს თავიანთი გამომგონებლების სიცოცხლე, პერილოს ათენელი ყველაზე მეტად იმსახურებდა ამ ხვედრს. მან შექმნა "სპილენძის ხარი", ერთ-ერთი ყველაზე საშინელი, დასასჯელი საწამებელი იარაღი. საგანი წარმოადგენდა სპილენძისაგან დამზადებულ ხარს, რომელშიც ათავსებდნენ დამნაშავეს, ქვემოდან ცეცხლს უკიდებდნენ და ფაქტიურად ცოცხლად წვავდნენ შიგ. გამოგონებლის ბოროტმა გონებამ ხარის პირში მას გააკეთებინა პატარა გვირაბი, რათა მაყურებლებს გაეგონათ ის საზარელი ხმები, რომლებსაც დასჯილები გამოსცემდნენ წამების დროს. გადმოცემის მიხედვით პერილისი გაემგზავრა სიცილიაში, რათა იქაური ტირანის -ფალერიდისათვის მიეყიდა თავისი გამოგონება. ფალერიდი კიდევ უფრო მეტად ბოროტი აღმოჩნდა, ვიდრე პერილისი. მან გამომგონებელს უბრძანა, ხარის შიგნით შესულიყო და აკუსტიკა შეემოწმებინა. მოტყუებით შესულ პერილისს სასტიკი ხვედრი ელოდა: ფალერიდმა უბრძანა მსახურებს ცეცხლი შეენთოთ ხარისათვის. ბოროტი გამომგონებელი თავისივე სასტიკი გამოგონების მსხვერპლი გახდა. 740 14-ს მოსწონს
|