x
image
მანჩო 777
ყველაზე ბოროტი ტბა მსოფლიოში-ნატრონის ტბა, რომელიც ყველა სულიერს კლავს
image


ამ სურათის დანახვისას ალბათ შიში იგრძენით...ნუ გეშინიათ, ეს არც ჯოჯოხეთია და არც დაწყევლილი ადგილი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ტბაა.

ტბა მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე, ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში. სახელწოდება ტბამ მიიღო მინერალ ნატრონის -ნატრიუმის კარბონატის დასახელებისაგან, რომელიც ტბაში ძალიან დიდი რაოდენობითაა. სწორედ ამ მინერალის დამსახურებაა, რომ ტბა არაჩვეულებრივად ლამაზია, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ სახიფათოც.


image



ამ სურათის შემხედვარე ძნელია წრმოიდგინო, რომ დროგამოშვებით ეს ტბა ისე გამოყურება, როგორც დედამიწაზე მდებარე სხვა ჩვეულებრივი ტბები.


image


მაგრამ როდესაც წყლის აორთქლება ტბაში ნატრონის რაოდენობის მკვეთრ მომატებას იწვევს, მაშინ აქტივიზირდება ბაქტერიების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ტბას სისხლივით წითელ შეფერილობას აძლევენ.

ტბაში ძალიან ცოტა ცოცხალი არსებაა, მათ შორის გამოირჩევა თევზი "ტუტოვანი თელაპია". გარდა თევზისა, აქ ბინადრობს ფლამინგოს ერთ-ერთ სახეობა, რომლის გამრავლებისათვის ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია.


image


ტბის წყალი გულმოდგინედ იცავს ფლამინგოებს მტაცებლებისაგან შეუღლების პერიოდის დროს, ამიტომ ამ ადგილზე მილიონობით ფრინველი მოფრინავს ბუდის გასაკეთებლად, თუმცა ესეც არანაკლებ სახიფათოა: ფლამინგოები ბუდეებს მარილის პატარა კუნძულებზე იკეთებენ, რომლებითაც გარშემორტყმულია ტბის სახიფათო წყლები.


ტბის ტუტიანობა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს ზაფხულში, ხოლო წყლის ტემპერატურა ამ დროს 60 გრადუსამდე იზრდება ხოლმე, ამიტომ ფრინველები, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდებიან წყალში, მყისიერად იღუპებიან, ხოლო მათი სხეულები იფარება მინერალებით და ქვავდება, გადაიქცევიან რა ქვის მუმიებად.


imageimage


ტბის ეს უნიკალური თვისება-დახოცოს ფრინველები და გადააქციოს ის მუმიებად, აღმოაჩინა ფოტოგრაფმა ნიკ ბრანდტმა აფრიკაში მოგზაურობის დროს. მან გადაიღო რეპორტაჟი, განათავსა რა ამ ფრინველებისა და ღამურების ქანდაკებები ისე, თითქოს ისინი ცოცხლები იყვნენ. სწორედ ამის გამო ბრანდტის რეპორტაჟი საშინელებათა ფილმს დაემსგავსა.

image

imageimageimage



16
1362
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1362
  
2014, 25 ივნისი, 10:32
არა, ბუნებრივი მინერალია, უბრალოდ ამ ადგილას ის ძალიან დიდი რაოდენობითაა.
ეს ნატრიუმის კარბონატი, ბუნებრივია? ტბაში,თუ ქიმიური დაბინძურების შემდეგ გადაიქცა ტბა ამგვარად.....
2014, 16 ივნისი, 0:47
ნამდვილად ძალიან საინტერესო და კარგი სტატიაა
2014, 15 ივნისი, 22:29
ტბით აქაც დავტკბი:))))))))
2014, 15 ივნისი, 22:27
ტბა ძალიან ლამაზია.... ვარდისფერი ტალღებით:)
2014, 15 ივნისი, 22:25
მომკალით და არ მხიბლავს ასეთი ადგილების ნახვის სურვილი
აი სტატია კი საინტერესოა,
2014, 15 ივნისი, 21:53
ზოგჯერ ბუნება სასტიკია, ამას მე დავარქმევდი: "მკაცრი სილამაზე".
2014, 15 ივნისი, 20:15
შემზარა ამ სტატიამ და სანახაობამ :(
2014, 15 ივნისი, 18:10
აი ეგ მანახა რა რეალში...სიგიჟემდე მაინტერსებს ეგეთი ანომალიური ადგილები:(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10