სისხლის სამართალი სასტიკი მკვლელობა აზერბაიჯანში: პატარძალს ყელი გამოჭრეს 2014, 14 ივნისი, 16:56 საზარელი მკვლელობა მოხდა აზერბაიჯანში 13 ივნისს ქალაქ ჰიადაბეიში.
სოფელ სლავიანკაში მაცხოვრებელმა ელჩიმ ჰასიმოვმა გადაწყვიტა შური ეძია მის ყოფილ ცოლზე, რომელიც ხელმეორედ თხოვდებოდა.ქორწილის დღეს ქალი სილამაზის სალონს ეწვია, აქვე დატრიალდა ტრაგედია, 28 წლის ფახრია ასლანოვას ყოფილმა ქმარმა ყელი გამოჭრა და მიიმალა. დამნაშავეზე ძებნა გამოცხადდა.აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, მძიმე სოციალური მდგომარეობა და რელიგიური მრწამსი თავის საქმეს აკეთებს. ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ აზერბაიჯანი ნელ-ნელა ემგვანება ფეოდალურ სახელმწიფოს, ხოლო მსგავს გარემოში სისასტიკე ნორმად იქცევა. 497 6-ს მოსწონს 1-ს არა
|