საბუნებისმეტყველო მწერები, რომლებიც თავიანთი შემზარავი შესახედაობით უცხოპლანეტელებს გვაგონებენ 2014, 14 ივნისი, 22:21 ბუნება უცნაურობებითაა სავსე...დედამიწაზე ერთ მილიონზე მეტი სახეობის მწერი არსებობს. ისინი პლანეტის მთელი ცოცხალი ორგანიზმების ნახევარს შეადგენენ. ამიტომ ბევრი მათგანი ძალიან უცნაურია, ისეთი უცნაური, რომ შემზარავი შესახედაობით შეუძლიათ ადამიანი შოკში ჩააგდონ.
წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაური მწერების ათეულს, რომლებიც თავიანთი გარეგნული სახით სამეცნიერო ფანტასტიკასაც კი გააკვირვებენ. 11.დიდი ჰარპია ![]() ![]() ამ მუხლუხოს სხეული ძალიან დრეკადია, რადგან ის ძირითადად ცილისაგან შედგება. მტაცებლებისაგან თავის დასაცავად ეს მწერი საკმაოდ კარგადაა "შეიარაღებული". მისი სახე შიშის ზარს ჰგვრის ყველა მტაცებელს. თავდასხმის შემთხვევაში ჰარპია მაშინათვე შემოაბრუნებს თავის " სახეს" და ხშირ შემთხვევაში მისი შემზარავი შესახედაობით დამფრთხალი თავდამსხმელი უკუიქცევა ხოლმე. თუ ამანაც არ იმოქმედა, მწერს ყოველთვის აქვს თადარიგში ჭიანჭველამჟავით სავსე ორი ხორთუმი, რომლებიც მის ზურგზე მდებარეობს. 10.კალია "ეშმაკის ყვავილი" ![]() ![]() "ეშმაკის ყვავილი", რომელიც კალიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია, აგრეთვე საშინელი შესახედაობით გამოირჩევა. მისი გარეგნული სახე ძალიან მოგვაგონებს ორქიდეას "ეშმაკის ყვავილი". კალიები მტაცებლები არიან. მათი ნადირობის სტილი ასეთია:მათ შეუძლიათ საათობით ისხდნენ ერთ პოზაში გაქვავებულნი მსხვერპლის მოლოდინში. შემდეგ კი თვალის დახამხამებაში ესხმიან თავს ხოჭოებს ან პეპლებს. ეს კალიაც სარგებლობს თავის შეფერილობით, აკეთებს რა ყვავილის იმიტაციას და როდესაც მსხვერპლი მიუახლოვდება, მყისიერად ესხმის მას თავს. 9.ბრაზილიური კუზიანი ![]() ![]() ეს მწერი ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია თავის სახეობებს შორის. საერთოდ კუზიანი მწერები მოგვაგონებენ ადამსების ოჯახს, ოღონდ ცხოველთა სამყაროში. ბევრ მწერს აქვს უცნაური სტრუქტურული წარმონაქმნი სხეულზე, რომელიც მათ შემზარავ შესახედავს ხდის. კუზიანების ამ წარმომადგენელს ზურგზე აქვს ქიტინესებრი წარმონაქმნი იმისათვის, რომ საკვები მოიპოვოს. 8. წითელკუდა ![]() ![]() წითელკუდა-ეს მუმლის სახეობაა, რომელიც დანიაშია გავრცელებული. მისი მუხლუხები მკვეთრი ყვითელი შეფერილობისაა, ხოლო მთელი სხეული დაფარულია ეკლებიანი გამონაზარდებით. შორიდან მუხლუხო ღრუბელს გავს, მაგრამ თუ ახლოდან დავათლიერებთ, ვნახავთ, რომ მას ორი საშინელი შესახედაობის ყბა მოუჩანს. პერიოდულად ეს მწერები შემოესევიან ხოლმე ტყეებს და მთელი მასივების განადგურება შეუძლიათ. 7.ექსტატოზომა (Extatosoma Tiaratum) ![]() ![]() ყველას, ვისაც კი ნანახი აქვს ფილმი ''ინდიანა ჯონსი", აუცილებლად დაამახსოვრდებოდა ეს ურჩხული. მეორენაირად მას "ეკლებიან ჯოხსაც" უწოდებენ. მისმა სიგრძემ შესაძლებელია 20 სმ-ს მიაღწიოს. მწერის სხეული დაფარულია ეკლებიანი ბუსუსებით, რომელიც მას თავდაცვაში ეხმარება. 6.შავი პეპელა (Pipevine Swallowtail Caterpillar) ![]() ![]() ეს მწერი წარმოადგენს არაჩვეულებრივი შეფერილობის ლუმინესცენციურ ლურჯ პეპელას, როემლიც გვხვდება სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. 5.ფარშევანგისთვალებიანი პეპელა ![]() ![]() სიცოცხლის ძირითად ნაწილს ეს მწერი მუხლუხოს სახით ატარებს, იმ დროს, როცა ის საკმაოდ საინტერესო ფარვანაა. ფრთებგაშლილი მწერის სიგანე 25 სმ-ს აღწევს. ამიტომ ის ყველაზე დიდ პეპელად ითვლება დედამიწაზე. 4.კუდიანი საიმპერატორო პეპელა ![]() ![]() თუ თქვენ მარტ-აპრილში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხვდებით, მაშინ აუცილებლად ნახავთ მწერთა სამყაროს ამ საოცარ წარმომადგენელს. ამ სიაში მოხვედრაში პეპელას დაეხმარა მისი თავის უჩვეულო ფორმა, რომელზეც მას საშინელი და უცნაური ოთხი რქა აქვს, რომლებიც დინოზავრს უფრო გვაგონებს, ვიდრე უწყინარ მწერს. 3.კალია "ეკლებიანი ყვავილი"(Pseudocreobotra wahlbergi) ![]() ![]() კალიების კიედვ ერთი უცნაური წარმომადგენელი, რომელმაც დასახელება მიიღო სხეულზე გამოსახული ყვავილის ფორმის ორნამენტის გამო. მწერი ძალიან პატარაა და მისი სიგრძე 4 სმ-ს ძლივს აღწევს. ბინადრობს სამხრეთ აფრიკაში. 2.მორიელისმაგვარი ბუზი ![]() ![]() ეს მწერი გვაგონებს წარუმატებელი გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგს-კრაზანის და კალიის ნაჯვარს. მაგრამ ერთი შეხედვით შემზარავი მისი ნესტარი სხვა არაფერია, თუ არა მწერის გენიტალიები. 1.აბრეშუმის მუხლუხო კალეტა ![]() ![]() ამ პეპლის მუხლუხოები მკვეთრი კაშკაშა შეფერილობით გამოირჩევა. მისი ბუსუსები დიდი რაოდენობით შხამს შეიცავს, ამიტომ მტაცებლები მას ერიდებიან ხოლმე. მწერი გავრცელებულია ძირითადად აშშ-ის სამხრეთ ნაწილში, ის ძირითადად მარცვლოვანი კულტურებით იკვებება და მისი შეფერილობა იცვლება ასაკთან და წელიწადის დროების ცვალებადობასთან დაკავშირებით. 1132 10-ს მოსწონს
|