x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა +(ფოტორეპორტაჟი)

imageძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. ასევე, მდინარე ოღასკურა ადიდდა. ადიდებული მდინარის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოები დაიტბორა.


დილიდან გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც ოღასკურას კალაპოტი ეკალ-ბარდებითა და ხის ტოტებით გაიჭედა და წყალი არ გაატარა. კალაპოტიდან ამოსულმა მდინარემ კი მაღაზიაში შემოაღწია და მაცივრები დაგვიზიანა. როგორც შემოსულმა კლიენტებმა თქვეს, კორპუსების სადარბაზოებში და სარდაფებშიც ჩასულა წყალი, "-განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ ნელი ნანიტაშვილმა.


ადგილზე საგანგებო და სახანძრო ბრიგადის ეკიპაჟები მუშაობდნენ და ამოტუმბვით სამუშაოებს ასრულებდნენ.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0