სხვა მონატრებული წუთები 2014, 13 ივნისი, 17:45 დრომ უნდა გაგახსენოს დროო და მეც მომენტარა დრო, როცა დილა თენდებოდა და ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ვიცოდი რომ სათამაშოებისთვის ხელი მომეკიდებინა და ეზოში ჩემთვის მეთამაშა, მაშინ თურმე ყველაფერი მქონდა, ღიმილიც, რწმენაც, სიკეთეც, ყურადღებაც, სიყვარულიც და მიხარია რომ სხვა ბავშვებისგან გასნხვავებით ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდა ჩემს ცხოვრებაში. იმ მიზეზით გულის აჩქარება მომენატარა, როცა დამალობანას თამაშისას მეშინოდა არ შევემჩნიე და არ „დავესტუკებინე“ მას ვისაც გათვლის დროს „დახუჭვა“ შეხვდა. ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა ეს დღეები იწყებოდა მაშინ, ბავშვობაში. დღეს ბევრი რამის გამო აჩქარდება გული, მაგრამ ისე სასიამოვნოდ არასდროს როგორც მაშინ, ახლა ტკივილსაც ურევს და გეშინია, მაგრამ ახლა სხვანაირად „დასტუკების“... დღევანდელი დღე არაფრით გავს იმ დღეებს, ახლა არც ღიმილია, არც ყურადღება, არც სიყვარული, არც ბავშვი გქვია და ალბათ ამიტომაც გაქრა ყველაფერი რაც ესე ტკბილად გახსენდება ხოლმე, თუმცა არასდროს ისე არ მიგვრძვნია ჩემი ბავშვობის სიტკბო როგორც ახლა და ეს ალბათ იმის გამო, რომ არცისე კარგი აღმოჩნდა დიდობა, რაც ბავშვობაში ყველზე მეტად მინდოდა. 77 7-ს მოსწონს
|