საზოგადოება ქალები, რომლებმაც გადაწყვიტეს შვილი ველურ ბუნებაში გააჩინონ, რეალითი-შოუს ვარსკვლავები გახდებიან 2014, 13 ივნისი, 10:39 ახალგაზრდა მშობლები, რომლებმაც გადაწყვიტეს არამარტო უარი თქვან ექიმების დახმარებაზე მშობიარობის დროს, არამედ გადაწყვიტეს შვილი ცივილიზაციისაგან შორს-ველურ ბუნებაში გააჩინონ, რეალითი-შოუს ვარსკვლავები გახდებიან.
შოუს, რომელსაც სახელად "მშობიარობა ველურ ბუნებაში" უწოდეს, გმირები გახდებიან წყვილები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათი შვილი უნდა გაჩნდეს ლამაზ და განმარტოებულ ადგილზე ექიმებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩარევის გარეშე. შოუს შექმნა ტელეკომპანია Lifetime-ს უკარნახა YouTube-ზე განთავსებულმა ვიდეომ, რომელზეც გადაღებული იყო ქალი, რომელიც შვილს აჩენდა ტროპიკულ ნაკადულთან ახლოს. თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ამგვარმა ექპერიმენტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობას. პროდიუსერები თვლიან, რომ შოუ ერთნაირად პოპულარული იქნება არამარტო იმ ქალებში, რომლებიც ამჯობინებენ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში მშობიარობას, ასევე იმ მომავალ დედებში, რომლებსაც ურჩევნიათ ეს რთული პერიოდი სტაციონარში, ექიმებისა და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარონ. როგორც ტელეკომპანიაში განაცხადეს, შოუში მონაწილეობას მიიღებენ ის დედები, რომლებსაც უკვე ჰყავთ შვილი და აქვთ მშობიარობის გამოცდილება, თუმცა ისინიც იქნებიან სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ. "ჩვენ ვღებულობთ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ დედას და ახალშობილს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, -განაცხადა Lifetime-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელი ლევერმა, -ჩვენი მეთვალყურეობა მათ დაეხმარება გაცილებით უფრო საიმედოდ იმშობიარონ, ვიდრე ამას დამოუკიდებლად გააკეთებდნენ". ამავე დროს კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ შოუს ეთერში გასვლის შემდეგ გამოჩნდებიან წყვილები, რომლებიც მოინდომებენ ყოველივე ეს სახლში გაიმეორონ. ეს ნიშნავს, რომ ისინი რისკის ქვეშ ჩააგდებენ თავისი და ახალშობილის ჯანმრთელობას. ვიდეორგოლი, რომელიც მომხმარებელმა Birthinnature-მა განათავსა YouTube-ზე, ძალიან პოპულარული გახდა და 23 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ვიდეოზე, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა, აღბეჭდილია მშობიარობის პროცესი თავიდან ბოლომდე. ქალი შვილს აჩენს ნაკადულის პირას ოჯახის წევრების გარემოცვაში. P.S. ვიდეოს დართვა სტატიაზე არ შემიძლია ცენზურის გამო. 309 12-ს მოსწონს
|