საზოგადოება ექვსი წლის გოგონამ სკოლაში ჰეროინი მიიტანა-მთელი კლასი ჰოსპიტალიზირებულია 2014, 12 ივნისი, 17:14 აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) ექვსი წლის გოგონამ სკოლაში 11 პაკეტი ჰეროინი მიიტანა, რომელიც დედას უპოვა.
![]() ერთ-ერთმა მასწავლებელმა გოგონას შემთხვევით უნახა ნარკოტიკი, მან განგაში ატეხა და პოლიცია გამოიძახა. ორი პაკეტის გახსნა ბავშვებს უკვე მოესწროთ, კიდევ ერთზე ბავშვის ნაკბილარები ემჩნეოდა. ამავე დროს ორ პატარას მუცლის ტკივილი დაეწყო. პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება მთელი პირველი კლასის-სულ 20 ბავშვის, სასწრაფოდ ჰოსპიტალიზირება მოეხდინათ. ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა და გამოკვლევის შემდეგ ისინი მშობლებთან დაბრუნდნენ. გოგონას დედა და მისი მეგობარი მამაკაცი დაუყონებლივ დააპატიმრეს. მათ ბრალად წაუყენეს ნარკოტიკების შენახვა და ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. ![]() სურათზე: გოგონას დედა და მისი მეგობარი, რომელთაც საკმაოდ მრავალწლიანი იზოლაცია ემუქრებათ. 235 13-ს მოსწონს
|