საზოგადოება მოულოდნელი სიურპრიზი 2014, 11 ივნისი, 18:15 მენდი კლეისონს სალათისათვის მწყერის კვერცხები ჭირდებოდა. ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი დიასახლისი-წავიდა სუპერმარკეტში და ერთი შეკვრა მწყერის კვერცხი იყიდა. აქ თითქოს უჩვეულო არაფერია, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად გასაკვირი რამ იყო.
![]() მენდიმ სულ 12 ცალი კვერცხი იყიდა. აქედან რვა მან სალათისათვის გამოიყენა, ხოლო დანარჩენი ოთხი რახან არ ჭირდებოდა, ქალმა გადაწყვიტა პატარა ექსპერიმენტი მოეწყო:დარჩენილი კვერცხები ინკუბატორში ჩადო, თუმცა მათგან რომ მწყერი გამოიჩეკებოდა, ამის დიდი მოლოდინი ნამდვილად არ ჰქონია. ![]() მაგრამ ნამდვილი საოცრება მოხდა: ინკუბატორში ჩადებული ოთხი კვერცხიდან ერთი გამოიჩეკა. ![]() მენდიმ მწყერის ბარტყს როუზი დაარქვა. მას რომ ეულად არ ეგრძნო თავი, ქალმა კიდევ ოთხი მწყერი იყიდა. ახლა მას მწყერების პატარა გუნდი ჰყავს და მათ დიდი მზრუნველობით უვლის და უფრთხილდება. ![]() "წარმოიდგინეთ, რამდენად ახალი და საღი იყო კვერცხი, რომ მისგან მწყერი გამოიჩეკა, "- ამბობს აღფრთოვანებული მენდი. ![]() 218 10-ს მოსწონს
|