სიახლეები "Toyota" მფრინავ ავტომობილს ამზადებს 2014, 10 ივნისი, 21:32 Toyota-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კომპანიის ინჟინრები იწყებენ მფრინავ ავტომობილზე მუშაობას.სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში ამის შესახებ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰიროიოში იოშიკიმ (Hiroyoshi Yoshiki), განაცხადა. თუმცა არ გეგონოთ, რომ ავტომობილი ცაში იფრენს..კომპანიის განცხადებით ავტომობილი რამდენიმე სანტიმეტრით იქნება დაშორებული მიწიდან და ისე გადაადგილდება სივრცეში ჰაერის ბალიშების მეშვეობით. უფრო დაწვრილებით ცნობებს კომპანია არ იძლევა, თუმცა ვინც იაპონელებს კარგად იცნობს, იციან, რომ ისინი ჰაერში სიტყვებს არ ისვრიან და აშკარაა, რომ მსგავს პროექტზე უკვე გულმოდგინედ მუშაობენ. 82 5-ს მოსწონს
|