იმერეთი თვითმფრინავის გატაცების მცდელობა ქართველ მამაკაცს ჰქონდა 2014, 10 ივნისი, 18:17
რას წერს რუსული მედია მომხდარზე? - " ეკიპაჟის მეთაურს წერილი მიუვიდა ერთ - ერთი მგზავრისგან, რომელიც ქუთაისი - მინსკის რეისის შეცვლას და თვითმფრინავის ევროპის ერთ - ერთ რომელიმე ქალაქში დაჯდომას ითხოვდა.წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქე თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასში 32 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა" - ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია. აფრენიდან 34 - წუთზე მიიღეს შეტყობინება, რომ ერთი მგზავრი არაადეკვატურად იქცეოდა.1973 წელს დაბადებულ ქართველ მამაკაცს, რომელსაც ხელში ასაფეთქებელი ნივთიერება ეჭირა, ( ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას), სურვილი ჰქონდა ევროპაში დაფრენილიყო. საბოლოო ჯამში, სააგენტოს ცნობით პილოტმა თვითმფრინავი მაინც მინსკში დასვა. რაც შეეხება ქართველ მამაკაცს, რომელმაც თვითმფრინავის გატაცების გადაწყვეტილება მიიღო, მოლაპარაკებების შემდეგ ის ბელორუსიის პოლიციას ჩაბარდა. 45 8-ს მოსწონს
|