საზოგადოება ხუთი ყველაზე ცნობილი გაქცევა ციხიდან 2014, 9 ივნისი, 11:59 ციხიდან გაქცევა-ეს ტრივიალური საქმე როდია. გაიქცე ადგილიდან, სადაც ყველაფერი მოწყობილია ისე, რომ ეს ვერავინ შეძლოს, საჭიროებს დიდი გამბედაობას, მოხერხებას და ცოტაოდენ იღბალსაც. მოდით ერთად გავიხსენოთ ისტორიაში ყველაზე ცნობილი და გახმაურებული გაქცევები ციხეებიდან.
1. ციხიდან გაქცევების გურუ ჯეკ შეპარდი ჯეკი-ინგლისელი ქურდი, რომელიც "მოღვაწეობდა " ლონდონში მე-17 საუკუნეში, ციხიდან გაქცევის ნამდვილი ოსტატი იყო. სწორედ ამით გაითქვა მან სახელი და დანიელ დეფოს ნაწარმოების და ჯონ გრეის ოპერის გმირიც კი გახდა. როგორც ჩანს, ის მაინდამაინც დახვეწილი ქურდი არ იყო, რადგან ხუთჯერ დაიჭირეს, აქედან ოთხჯერ მან ციხიდან გაქცევა მოახერხა. ამასთანავე, ყოველ ჯერზე ამას ორიგინალურად აკეთებდა: ერთხელ მან შუაღამისას ისე "უხმაუროდ" გაანგრია საკნის ჭერი, რომ ხმაურმა მთელი ლონდონი გააღვიძა. როცა მას ბადრაგი თავს დაადგა, ჯეკმა უბრალოდ იყვირა:"იქეთ გაიხედეთ" და საპირისპირო მხარეს გაიშვირა თითი, შემდეგ ისარგებლა ბადრაგის დაბნეულობით და წამში "აორთქლდა". მეორედ ის ციხიდან გაიქცა ცოლთან ერთად, რომელიც იქ მისი თანამონაწილეობისათვის იჯდა. მათ შეძლეს გისოსების მორღვევა და საკნის ფანჯრიდან გაიპარნენ თეთრეულისაგან გაკეთებული იმპოვიზებული თოკით. მესამედ ჯეკმა მოახერხა ყველაზე დაცული საკნიდან გაპარვაც კი, თან იქ ჯაჭვებით იყო დაბმული. მან სადღაც ჟანგიანი ლურსმანი იპოვა და ხელბორკილები გახსნა, ხოლო ჯაჭვების საშუალებით საკნის რკინის ცხაურები გატეხა და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. ამჯერად მას არავინ გაუღვიძებია. მეხუთედ და უკანასკნელად ის დაიჭირეს ბარში, სადაც უდარდელად იჯდა ხელზე მოპარული ბრილიანტით. მას ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. სიკვდილით დასჯის წინ მეფემ ბრძანა ამ "თანამედროვე რობინ ჰუდის" პორტრეტი დაეხატათ. ჯეკის სიკვდილით დასჯაზე 20 000-მდე კაცი მოვიდა. მისმა მეგობრებმა ცხედარი ექიმსაც კი წაუღეს იმ იმედით, რომ მან ამჯერადაც მოახერხა ყველას გაცურება. 2."საპნის თავები" სახელგანთქმული ალკატრასის ციხიდან გაქცევა კარგა ხანს შეუძლებლად მიაჩნდათ. სულ ამ ციხიდან გაქცევის 14 მცდელობა იყო, მაგრამ ყველა მარცხით დამთავრდა. ერთადერთი წარმატებული გაქცევა ალკატრასიდან განხორციელდა 1962 წლის 11 ივნისს. სამმა პატიმარმა-ძმებმა ანგლინებმა და ფრენკ მორისმა საპნის, ნამდვილი თმებისა და ტუალეტის ქაღალდისაგან გააკეთეს საკუთარი თავების მაკეტები. მცველები, რომლებმაც საღამოს ჩამოვლა განახორციელეს, ვითომდა მძინარე პატიმრების დანახვაზე მოტყუვდნენ და განგაში არ ატეხეს. სანამ გუშაგები საპნის თავების თვალიერებით იყვნენ გართულნი, სამი გაქცეული უკვე სავენტილაციო შახტაში მიძვრებოდა, სადამდეც გზა მათ წინასწარ გათხარეს თვითნაკეთი ბურღით. ყველა გასასვლელს, რომლებშიც გაქცეულები გადიოდნენ, ისინი კვლავ კეტავდნენ. გაქცეულები ციხის კედლიდან ძირს თეთრეულის და ტანსაცმლისაგან დაწნული თოკით დაეშვნენ, წყალზე გასაცურად კი რეზინის ლაბადებისაგან გაკეთებული გასაბერი ნავები გამოიყენეს. სწორეთ მათი დახმარებით გადაცურეს მათ სან-ფრანცისკოს ყურე. ამის მეტად ეს სამეული არავის უნახავს. ამერიკელი სამართალდამცველები ამტკიცებდნენ, რომ გაქცეულები წყალში დაიხრჩვნენ, მაგრამ ამ ვერსიის დამამტკიცებელი ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს. 3."ინტელექტუალის გაქცევა" ალფერდ ჰინდსმა ჩაიდინა შეიარაღებული ძარცვა და ამისათვის მიუსაჯეს 12 წელი. ამ ხნის განმავლობაში მან სამჯერ მოახერხა ციხიდან გაქცევა ძირითადად ინგლისური სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესანიშნავი ცოდნის წყალობით. პირველად მან როგორღაც მოახერხა ნოტინგემის ციხიდან გაქცევა ჩაკეტილი კარებისა და 6- მეტრიანი კედლის მიუხედავად. ის დაიჭირეს და უკან დააბრუნეს. შემდეგ მან მოიფიქრა და თავად შეიტანა სარჩელი სკოტლანდ-იარდის წინააღმდეგ, ამტკიცებდა რა, რომ ის უსამართლოდ დაიჭირეს. სანამ სამართალდამცავები ყველა ფორმალობის დაცვით ცდილობდნენ საქმეში გარკვევას, ჰინდსმა დაგეგმა და მოახერხა პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გაქცევა, ჩაკეტა რა ორი გუშაგი ტუალეტში. სამწუხაროდ, გაქცეული 5 საათის შემდეგ ისევ დაიჭირეს. მოხვდა თუ არა გისოსებს მიღმა, ჰინდსმა კვლავ შეიტანა სასამართლოში სარჩელი და არც კი დალოდებია მის შედეგს, გასაღების დუბლიკატი გააკეთა და კიდევ ერთხელ შეძლო გაპარვა. თავისუფლებაში მოხვედრილ ჰინდსს დამალვა და ქვეყნის დატოვება სულაც არ უფიქრია. მან არაერთხელ მიმართა პარლამენტის წევრებს და პრესას, ამტკიცებდა რა თავის უდანაშაულობას. მალე ის კვლავ დაიჭირეს და ამჯერად მეტი გაქცევის შანსი მას აღარ მისცემია, თუმცა მის მიერ ჩადენილი ქმედებები საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი სახელი ცნობილი გამხდარიყო. სასჯელის მოხდის შემდეგ ჰინდსი მიიწვიეს მენსის ორგანიზაციის წევრად, სადაც მხოლოდ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ღებულობენ. 4."სიჩუმის გადალახვა" ყველაზე გახმაურებული გაქცევა რუსეთის ციხეებიდან ეს იყო ალექსანრდე სოლოკინის გაქცევა ციხიდან "მეზღვაურის სიჩუმე". სოლოკინი ერთ-ერთი ცნობილი დამნაშავე იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში. ის იყო ყოფილი სპეცრაზმელი და პროფესიონალი დაქირავებული მკვლელი. მას ზედმეტსახელად "ქილერი N 1" შეერქვეს. სოლოკინის დაჭერა იოლი არ ყოფილა, აყვანის დროს მან 4 მილიციელი მოკლა. ასეთი "შლეიფით" ციხეში ყოფნა მისთვის არცთუ სასიამოვნო იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ბრალდებული სასამართლოზე გამოტყდა, რომ რამოდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი ჰყავდა მოკლული. სოლიკინზე შურიძიება უნდოდათ როგორც მილიციელებს, ასევე კრიმინალებს. თუმცა მოხდა ისე, რომ იზოლატორში სოლოკინს ერთი წელიც კი არ გაუტარებია. 1995 წლის 5 ივნისს ის გაიპარა ციხიდან, რომელიც აუღებლად ითვლებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ციხის მცველად სოლონიკის მეგობრებმა შეაგზავნეს სერგეი მენშიკოვი. სწორედ ის დაეხმარა ქილერს გაქცევაში. მენშიკოვმა სოლოკინს ალპინისტის მოწყობილობა და პისტოლეტი მიუტანა. მათ დამნაშავის საკანში მანეკენი დადეს, თავად კი საკნის ჭერი გაანგრიეს და სახურავიდან დაეშვნენ ძირს. მენშიკოვი ამავე წელს იქნა მოკლული, ხოლო სოლოკინი 1997 წელს მოკლეს მილიციელებმა აყვანის მცდელობის დროს. 5."იოგას მეფე" აბა რა დაუდგება წინ იოგას ოსტატს თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე? მისთვის გადაულახავი ხომ არაფერია. 2012 წელს კორეელმა ჩოი გელ ბოკმა, რომელიც იოგათი იყო დაკავებული 23 წელზე მეტ ხანს, შეძლო ციხიდან გაპარულიყო ხვრელით, რომლითაც მას საჭმელს აწვდიდნენ და რომლის ზომა სულ 15/45 სანტიმეტრი იყო. ამასთანავე, მან ციხიდან გაქცევის სისწრაფეშიც დაამყარა მსოფლიო რეკორდი-ამას სულ 34 წამი მოანდომა. "იოგას მეფე" 6 თვის შემდეგ ისევ დაიჭირეს და ამჯერად გაცილებით პატარა ნახვრეტიან კამერაში ჩასვეს. მოახერხებს თუ არა ჩოი ამ კამერიდანაც გაქცევას, ეს ჯერჯერობით უცნობია. 312 14-ს მოსწონს
|