საზოგადოება გოგონა სასწაულებრივად გადაურჩა ზვიგენის თავდასხმას 2014, 8 ივნისი, 21:42 ადამიანების უმეტესობას ეშინია გველების, ობობებისა და ზვიგენების, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათგან ძალიან მცირეა ის სახეობები, რომლებიც ადამიანებს თავს ესხმიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც.
22 წლის ჯესიკა ვონმა შეძლო ზვიგენის თავდასხმის მოგერიება. ის სასწაულებრივად გადაურჩა მის კბილებს, თუმცა გამძვინვარებულმა ცხოველმა გოგონას ფეხზე საშინელი ჭრილობა დაუტოვა.
ჯესიკა მეგობრებთან ერთად ბანაობდა ფორტ-ლოდერდეილის პლიაჟზე (აშშ), როცა მისმა მეგობრებმა შორიახლო მცურავი ზვიგენი-ხარი დაინახეს. შემედგ მათ გაიგონეს ჯესიკას ყვირილი და დაინახეს, თუ როგორ გაუჩინარდა ის წყლის ქვეშ. შემდეგ ჯესიკამ უამბო პოლიციელებს, თუ როგორ იგრძნო ფეხზე კბენა და მიხვდა, რომ რაღაც წყალქვეშ მიათრევდა. გოგონამ ძალა მოიკრიბა და ზვიგენს კბილებიდან დაუსხლტა. ჯესიკა მეგობრებმა ნაპირზე გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ის მაშინათვე მოათავსეს ჰოსპიტალში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ ჯესიკას თავი ვაჟკაცურად ეჭირა და პანიკაში არ ჩავარდნილა. ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა და გოგონას ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. ამ საშინელ შემთხვევას მას მხოლოდ ფეხზე დარჩენილი ნაიარევი თუ გაახსენებს. წარმოდგენა რომ გქონდეთ, ზვიგენი-ხარი აი ასე გამოიყურება. 212 12-ს მოსწონს
|