x
image
beko777
გულნადები წერილი ეთო კაკულიას შესახებ (05.06.2014)
გულნადები წერილი ეთო კაკულიას შესახებ (05.06.2014)


ეთერ კაკულია და ბესო ჩუბინიძე


- ამის უთქმელობაც არ შეიძლება... - მას შემდეგ რაც, საზოგადოებაში ერთი ვაი-ვიშვიში ატყდა და ლამის წინასწარ გამოიტირეს ქალი პოზიტივი, ქალი ენერგია და ქალი იმედი - ეთერ კაკულია და ლამის წინასწარ გამოსამშვიდობებელი აქციებიც მოუწყვეს, დავურეკე დღეს კიდევ ერთხელ და ერთი გულიანად ვილაპარაკეთ <3 - ჩვენებურად, ღიად, ალალად, არ მითქვამს მაგრამ ბევრი ხვდება და ხედავს, რომ ეთოსთან - ჟურნალისტ-რესპოდენტული ურთიერთობის გარდა სუფთა მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ხშირ შემთხვევაში მაშინ ვარ ხოლმე მასთან და მის გვერდით, როცა ეს ოხერი დაავადება ხანდახან თავს შეახსენებს ხოლმე - არც არავინ იცის რამდენჯერ სცენიდან კულისებამდე (ან პირიქით) უკვე დაღლილი, მოთენთილი და გათიშული გამიყვანია ხოლმე, მაგრამ ოდესმე ვინმეს გინახავთ სცენაზე დაღლილი ეთო? :) ოდესმე ვინმეს სადმე გახსოვთ მისი მოწყენილი სახე?...


- რა ნაადრევად გამომიტირა ამ ხალხმა რა არისო, - ტელეფონში იცინოდა, - დიდი ამბავი წავალ ისრაელში, იქაც ჩავიტარებ რაღაც (!) კურსებს და უფრო მაგრად ვიქნებიო, ღვთის მადლით უამრავი კარგი ადამიანია ეთოს გვერდით და ტექნიკური საკითხებიც მალე მოგვარდება.

მერე კიდე - ხალხნო, ეს ნეგატიური ენერგია და ვაი-ვიშვიში და ნაადრევი პანაშვიდები ძალიან აწუხებს ეთოს, პირიქით - მეტი სითბო, მეტი სიყვარული, მეტი პოზიტივი გამოუშვით მის მიმართ და უფრო მეტად იქნება კარგად ამისგან, ვიდრე შეიძლება კლინიკებით და წამლობით... სიტყვის ძალის ამბავი ხომ გსმენიათ?!



- თქვენ არც კი იცით ამ ქალბატონს, როგორ უყვარხართ! თუ გგონიათ ეკრანიდან და სცენიდან, რომ გეფერებათ თავისი განუმეორებელი ხმის ტებრით - როოოოგორ მიყვარხაააართ <3 გგონიათ მხოლოდ სიტყვებისთვის ამბობს ამას? არა! - მართლა გულწრფელად უყვარხართ... ვსაუბრობდით დღეს და ერთ რამეს ითხოვს - პოზიტივს, პოზიტივს და სითბოს...


ბევრი საკონცერტო გამოსვლაც აქვს დაგეგმილი, კეთილი ადამიანების დახმარებით მის ლამაზ, აკადემიურ შემოქმედებით კონცერტზეც ვილაპარაკეთ, დავგეგმეთ რაღაცეები (არადა, გამიკვირდა დღეს - უცეეებ იმდენმა უცნობმა ადამიანმა მოინდომა და გადაწყვიტა ეთოს კონცერტის გაკეთება, რომ პირადად მე არც კი მინახავს ეთოს ცხოვრებასთან ჭიდაობის ამ პერიოდის მანძილზე)...


მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს ეთოსთან ჭორაობის (!) დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ - ნეგატივის გამოხატვა, ვაი-ვუი და ვიშვიში ძაააააალიან სწყინს, მოფერება და პოზიტივი უხარია, დღეს მითხრა - რაიყო ამ ხალხს დაავიწყდა 102 წელი, რომ უნდა ვიცოცხლოო? <3


ეთოს მაგარი ძმა ყავს - ბატონი ალკაზარ კაკულია, უმაგრესი კაცია, ინტელიგენტი, ჭკვიანი, გამჭრიახი... მან ყველაზე კარგად იცის ჩემი და ეთოს მეგობრობის დეტალები და ყოველთვის ამბობს, ხოლმე - ეთერის, რომ ყურადღება და სითბო ძალას მატებს, ისე რა წამალი და ოპერაცია დაეხმარებაო? - მართალიცაა...


ასე, რომ - მიუხედავად ყველაფრისა (!), მიუხედავად ამ ცუდი (!) დიაგნოზისა... იცოდეთ, რომ ეს ქალი თქვენგან სითბოს, სიყვარულს და პოზიტივს, რომ მიიღებს (ნაადრევი ვიშვიშის გარეშე) უფრო მაგრად იქნება და უფრო დიდხანს იცოცხლებს <3 - ვინძლო ვუსურვოთ კიდეც, რომ 102 წელი <3 - დიახაც...<3


დიდი სიყვარულით ეთოს მეგობარი

(სამუშაო რეგალიების გარეშე) - ბესო ჩუბინიძე

0
501
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0