საზოგადოება ამაღელვებელი მომენტი მოსკოვში გამართულ Aerosmith-ის კონცერტზე 2014, 5 ივნისი, 21:11 ძნელია იპოვო ადამიანი, ვისაც არ სმენია როკ-ჯგუფ Aerosmith-ის შესახებ. ლეგენდარულმა ჯგუფმა თავისი არსებობის მანძილზე უამრავი პოპულარული ჰიტი აჩუქა თავის მსმენელებს და დიდი წვლილი შეიტანა როკ-მუსიკის განვითარების საქმეში.
ამ ცოტაოდენი ხნის წინათ ჯგუფმა კონცერტი გამართა მოსკოვში.სწორედ ამ კონცერტზე მოხდა ის ამაღელვებელი შემთხვევა, რომელზეც ახლა მინდა გიამბოთ. მოსკოვში გამართულ კონცერტზე ფანებისათვის განკუთვნილ ზონაში, სადაც მაყურებლები ფეხზე დამდგარი უსმენენ კონცერტს, Aerosmith-ის თაყვანისმცემლებს შორის იყო ერთი ყმაწვილი, რომელიც კონცერტზე ინვალიდის ეტლით მივიდა. რა თქმა უნდა, გასაგები მიზეზების გამო ის ვერ ხედავდა, რა ხდებოდა სცენაზე, ბიჭი მხოლოდ სხვა მაყურებლების ზურგებს ხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეშემო მყოფი ადამიანები ცდილობდნენ ბიჭი წინა რიგებში გაეშვათ, ეს ვერ მოხერხდა, რადგან კონცერტზე ძალიან ბევრი მაყურებელი იყო. მაშინ ახლოს მყოფი ახალგაზრდები გარს შემოერტყნენ ინვალიდ ჭაბუკს, ეტლი აიტაცეს ხელში და ის ყველაზე მაღლა აღმოჩნდა. სტივ ტაილერმა დაინახა ბიჭი და მან თავისი სიმღერა ამ ჭაბუკს მიუძღვნა, არ მოუშორებია რა მისთვის თვალი მთელი კონცერტის განმავლობაში. თავისი გამოსვლის დასრულების შემდეგ სტივ ტაილერმა მოხსნა რამოდენიმე სამაჯური და ინვალიდ ბიჭს გადააწოდა. ძნელია აღწერო ის სიხარული და ბედნიერება, რაც ინვალიდის ეტლში მჯდომარე ყმაწვილის სახეზე იყო ამ საღამოს. ეს დღე ალბათ სამუდამოდ დარჩება მის მეხსიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ხარისხის ფოტოა, ყმაწვილის ხელზე იოლად შეამჩნევთ სტივ ტაილერის მიერ ნაჩუქარ სამაჯურებს. 69 12-ს მოსწონს
|