სხვა ევროკავშირის შენობა იწვის ( + ფოტოები ) 2014, 5 ივნისი, 18:26 ლონდონში ევროკავშირის ყველაზე მაღალი შენობა, უცხოური მედიისა და სოციალური ქსელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იწვის.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობის ქვედა სართულები ცეცხლის ალშია გახვეული, რადგანაც ხანძარი ცათამბჯენის ქვედა სართულებს გაუჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ამჟამად ევაკუაცია განხორციელდა 1000 - მდე ადამიანისა, რომლებიც სამუშაო საათებში შენობაში იმყოფებოდნენ.ტემზის სამხრეთი სანაპირო, სადაც ცათამბჯენი მდებარეობს, ყველა ქუჩა გადაკეტილია. 87 სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც ბრიტანეთის ყველაზე მაღალ შენობად ითვლება, ამჟამად ხანძრისგან გაათავისუფლეს და მიმდინარეობს კვლევა ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სიმაღლე 306 მეტრი და 1, 004 ფუნტია.შენობა აშენდა კატარის სამეფო ოჯახის მიერ და მისი მშენებლობადასრულდა 2012 წელს. 49 8-ს მოსწონს
|