სხვა ქალი,რომელმაც 100 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა ანუ როგორ უნდა დაემგვანო ურჩხულს 2014, 5 ივნისი, 14:39 ალისია დიუვალი(alicia douvall) ბრიტანელი მოდელი და ტელეშოუს წამყვანი გახლდათ.მოდელმა მთელი კარიერის მანძილზე 100-ზე მეტი ოპერაცია გაიკეთა და მაინც უკმაყოფილოა..მარტო მკერდი 15-ჯერ გაიდიდა! "იმდენი ოპერაცია გადავიტანე, რომ ჩემი სხეულის ზოგიერთმა ნაწილმა საერთოდ დაკარგა მგრძნობელობა"-აცხადებს ალისია "უკვე ვეღარ ვგრძნობ ჩემს მუცელს, მარცხენა მკერდს და მარჯვენა სახსარს..თუმცა მაინც უკმაყოფილო ვარ ჩემი გარეგნობით და არაა გამორიცხული ისევ დავწვე ქირურგის სკალპელის ქვეშ." ალისია დიუვალი მამაკაცთა ჟურნალების ხშირი და სასურველი სტუმარი გახლავთ, ბრიტანეთის ბომონდური ქრონიკის მუდმივი და სკანდალური გმირი.მას უწოდებენ "SELF-MADE WOMAN"-ს..ანუ ქალი, რომელმაც "თავისი თავი დაამზადა". ამჟამად 29 წლის ქალი სულ სხვაგვარად გამოიყურება, თითქმის არაფერი აქვს შერჩენილი ძველი იერიდან. "უკვე დიდი ხანია ამერია თვლა, თუ რამდენი ოპერაცია გავიკეთე, 100-ზე მეტი რომაა ვიცი, -განუცხადა The independents მოდელმა, -გავიკეთე რამდენჯერმე თითქმის ყველაფრის ოპერაცია:მკერდი 15-ჯერ, თვალები, ცხვირი, სახის გადაჭიმვა, ლიპოსაქცია, ჩავიდგი იმპლანტანტები დუნდულებში, ღაწვები და კიდევ სხვა"... 316 5-ს მოსწონს
|