x
image
მანჩო 777
სწრაფი კვების (FAST FOOD) ყველაზე ცნობილი თაყვანისმცემლები
აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავები, რომელთა სრულყოფილი სხეული აღფრთოვანებას და შურს იწვევს ჩვენში, ხშირად ინებივრებენ თავს სწრაფი კვების პროდუქტებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საკუთარი თავის შეზღუდვა ყველაფერში არც თუ ისე სასარგებლოა. კარგად გამოიყურება ის, ვისაც შეუძლია დაარღვიოს სტერეოტიპები, დატკბეს ცხოვრებით და მიიღოს სიამოვნება თუნდაც მისი საყვარელი სასუსნავით. წარმოგიდგენთ ბურგერების მოყვარულ ყველაზე ცნობილ ადამიანებს:




ჰაიდი კლუმი -ცნობილი ვარსკვლავი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ბედნიერია, როცა მიირთმევს მის საყვარელ ჰამბურგერს, კარტოფილ "ფრის" და "კოკა-კოლას" ."მე ძალიან ბევრ ჰამბურგერს ვჭამ, ხოლო კარტოფილს კი ვაღმერთებ"- განაცხადა გერმანელმა მოდელმა და მსახიობმა.

image



ლეონარდო დი კაპრიო- ყველასათვის ცნობილია მისი სიმსუქნისადმი მიდრეკილება და გამუდმებული დიეტები. ლეო აქტიური გულშემატკივარია ცნობილი კალათბურთის გუნდისა ''Los Angeles Lakers" და მატჩზეც ხშირად ესწრება ხოლმე. აი ამ დროს ის გემრიელად მიირთმევს ნოყიერ ჰამბურგერებს, თუმცა შემდეგ ძვირად უჯდება აკრეფილი კალორიების დაწვა და საკმაოდ დამქანცველი ვარჯიში უწევს თავისი ინსტრუქტორის ზედამხედველობით.


image



პერის ჰილტონი-მხიარული და ქარიზმატული, თავქარიანი პერისი სრულებით არ იზიარებს იმ აზრს, რომ ბურგერები მავნებელია.2005 წელს მან მონაწილეობა მიიღო საკმაოდ არასტანდარტულ რეკლამაში "Spicy burger''. რეკლამაში ნახევრად შიშველი პერისი რეცხავს მანქანას, ხოლო ხანმოკლე შესვენებების დროს გემრიელად მიირთმევს ცხელ ბურგერს. ვიდეოს მრავალრიცხოვანი სკანდალები და კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, ხოლო სრული ვერსია ეთერში არ გასულა, რადგან პორნოგრაფიად იქნა მიჩნეული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ სარეკლამო რგოლმა მნიშვნელოვნად გაზარდა ბურგერების რეალიზაციის მაჩვენებელი.

image



ბარაქ ობამა -საყოველთაოდ ცნობილია ამერიკის პრეზიდენტის სიყვარული სწრაფი კვებისადმი. პოლიტიკოსი თავის კოლეგებსა და სტუმრებს ხშირად იწვევს სწრაფი კვების რესტორნებში არაოფიციალურ შეხვედრებზე და სულაც არ თვლის, რომ ეს ცხოვრების ჯანსაღ წესს ეწინააღმდეგება. სხვათა შორის, თავისი 50 წლის იუბილე ობამამ აღნიშნა ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაში და თანამესუფრეებს ჰამბურგერებით, კარტოფილი "ფრით
" და "კოკა -კოლით " გაუმასპინძლდა.

image

6
71
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
71
  
2014, 3 ივნისი, 23:31
კაი რა აბა ჯამრთელი მაინც არ მოვკვდები მე :D
2014, 3 ივნისი, 23:30
მავნებელია, არ ჭამო/:)
2014, 3 ივნისი, 23:26
მეც მიყვარს განსაკუთრებით ჩიფსები :D
2014, 3 ივნისი, 23:23
არასოდეს არ მიყვარდა....
2014, 3 ივნისი, 23:21
მეცც მიყვარსსს :D ამაში სატრაბახო არაფერია პრინციპში :)))
0 1 6