x
image
lady.ge
პრაქტიკული რჩევები-როგორ ჩავდგეთ სწრაფად ფორმაში წინა ღამის "ღორმუცელობის" შემდეგ?

imageთქმა არ უნდა, გვიან ღამით ჭამა ჩვენს ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. არ აქვს მნიშვნელობა ჭარბი წონის პრობლემა გაქვთ თუ არა, ძილის წინ ან ზოგადად გვიან ჭამა ორგანიზმისთვის საკმაოდ მძიმე დატვირთვაა. აღარაფერს ვამბობ ალკოჰოლზე, რომელიც შესაძლია რომელიმე წვეულებისას, გემრიელ ფურშეტს "მიაყოლოთ" აკომპანიმენტად. მათთვისაც კი, ვისაც გასუქების შიშით ნებისმიერი პროდუქტის კალორაჟის ზეპირად ცოდნა ხასიათში არ აქვს გადასული, გვიან ღამით კუჭის უმოწყალოდ გადატვირთვის შემდეგ, მომდევნო დილა სიმძიმის შეგრძნებით და ხშირად კუჭის აუტანელი ან ყრუ ტკივილით იწყება, ამ დროს რა უნდა ქნა როცა სასწრაფოდ მოწესრიგება და სამსახურში გაქცევაა აუცილებელი? მოდი და უხსენი უფროსებს რომ წინა ღამით "ცოტა მეტი მოგივიდათ". მე გასწავლით მარტივ, სწრაფ და ეფექტურ მეთოდებს როგორ მოვიყვანოთ თავი ფორმაში წინა ღამის მხიარული ფურშეტისგან დატოვებული "პაბოჩნი ეფექტების" შემდეგ ისე რომ არც სამსახურში დავაგვიანოთ და გარეგნულადაც არ ვგავდეთ "მჟავე ლიმონს". imageპირველი რაც უნდა გააკეთოთ, გაღვიძებისთანავე დალიეთ ბევრი წყალი, სასურველი ცივი ან გაყინული და შემდეგ გამდნარი. ეს კუჭის მოქმედებას ააქტიურებს ამასთან ერთად, წყალი წინა ღამით დაგროვილი მავნე ნივთიერებებსაც "ჩარეცხავს" და თქვენ კუჭს "მინი ევრო რემონტისთვის" მოამზადებს. ამის შემდეგ, ეგრევე ნუ ეცემით ჩაიდანს ყავის მოსამზადებლად. imageუმჯობესია რამოდენიმე ყლუპი მჟავე კეფირი, მაწონი ან იოგურტი მიირთვათ საუზმედ და თუ მაინც და მაინც " ყავის ლომკას" ვერაფრით ამარცხებთ, ოდნავ მოგვიანებით დალიეთ ის, სასურველია რძიანი. შემდეგ ამისა შეგიძლიათ თავის მოწესრიგებაზე გადახვიდეთ, მიიღოთ კონტრასტული შხაპი და მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას, ეს ბოლო პუნქტი აუცილებელია საიმისოდ რომ დღის მანძილზე "მუსიკოთერაპიის" წყალობით დადებითი და პოზიტიური განწყობის მარაგი შეივსოთ. სამსახურში წასვლისას ხელს კეფირი ან ტკბილი ხაჭო გააყოლეთ, ეს ის დღეა როცა შესვენებაზე, ლანჩის დროს თქვენთვის ყოველგვარი "ფასთფუდი" დახურული უნდა იყოს. სამაგიეროდ საღამოს, მსუბუქი კუჭით და ლაღი განწყობით შეხვდებით.

2
5289
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
5289
  
2014, 29 აპრილი, 16:51
რა სისულელეა, პახმელიაზე წყლის დალევა, როგორ შეილება უნდა მიირთვა რაიმე ცხელი კერძი კაი ცხარე და ორი ჭიქა მაგარი კონიაკი. მერე იოგურტები და ეგეთები. კონიაკს არაფერი ჯობია ან ვისკი უზმოზე. ცივი წყალი ისედაც შევიწროვებულ სისხლძარღვებს იცი რას უზამს თავი გახეთქვაზე გექნებათ )) სულელური სტატიაა
2012, 2 ივლისი, 0:27
მგონი მართალი ხარ,იდეალური ხერხია.
0 1 2