x
image
lady.ge
საღამოს პოზიტიური განწყობა- Lady.ge გირჩევთ ფილმებს რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

image
რა ფილმს ვუყუროთ?









image
image


ალბათ ძალიან ბევრ ჩვენგანს მოხვედრია თავლში ფეისბუქზე

გავრცელებული საღამოს სტატუსი „რა ფილმს ვუყურო, მირჩიეთ“, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე,
ამიერიდან ჩვენი საიტის მეშვეობით, რეკომენდაცია გავუწიო სხვადასხვა ჟანრის ძალიან
საინტერესო ფილმებს, რომელთა შინაარსიც, პირადად
მაქვს „დატესტილი“ და ვეცდები აგიხსნათ, თუ რატომ ღირს ამა თუ იმ ფილმის ყურება.



დღევანდელი საღამოს პოზიტიური განწყობისთვის, ორ ძალიან
სახალისო, რომანტიული და ლამაზი ფილმი შევარჩიე. პირველის სახელწოდებაა „A Little Bit of Heaven“-რაც
ინგლისურიდან თარგმანში „სამოთხისს პატარა ნაგლეჯს“ ნიშნავს, ქართველებმა კი რატომღაც
უცნაურად თარგმნეს და მას „მთავარია არ გეშინოდეს“ უწოდეს. პრინციპში სახელწოდებას
არც აქვს მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა, რადგან თავად ფილმის შინაარსია აქ მთავარი.
ეს არის ისტორია წარმატებული მარკეტინგის მენეჯერის შესახებ, რომელიც ახალგაზრდაა,
მომხიბვლელი და მიზანმიმართულად მიიწევს წინ კარიერულ კიბეზე, ისე რომ აზრადაც არ მოსდის
ფიქრი იმაზე თუ რა მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს მას ბედისწერა. მთავარ როლს ულამაზესი
ქეით ჰადსონი ანსახიერებს, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ფილმის გადაღებისას, ქეითს სულ ახალი
გაჩენილი ჰყავდა მეორე შვილი ბინგჰემი, თუმცა მიუხედავად პოსტ-სამშობიარო პერიოდისა,
მაინც შესანიშნავად გამოიყურება. მისი გმირი, გასაოცარი ოპტიმიზმით და იუმორით ხვდება
ცხოვრებაში მოულოდნელად თავსდატეხილ საზარელ ამბავს და როცა ამ ფილმს უყურებთ, თქვენც
გიჩნდებათ შეგრძნება, რომ უბრალოდ სირცხვილია წვრილმანებზე დარდი და წუწუნი, მაშინ
როცა რეალურად ასეთი რამეები ხდება და არსებობენ ადამიანები ვინც ასე ყოჩაღად ახერხებს
ერთი შეხედვით, გამოუვალ სიტუაციაშიც კი იპოვნოს პოზიტივის მარცვალი.



2
438
2-ს არ მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
438
  
2013, 25 აპრილი, 14:32
ნანახი მაქვს, მართლა ძალიან კარგი ფილმია და საერთოდ ქეით ჰადსონი ძალიან მიყვარს, მისი ერთი ფილმი მინდა გირჩიოთ კიდევ "როგორ მოიშორო მამაკაცი 10 დღეში".
2012, 25 მაისი, 23:27
მაგარი ფილმია...ბევრი ვიტირე :((((
0 1 2