შოუბიზნესი ლუსი პინდერი-უმშვენიერესი ინგლისელი ქალი 2014, 3 ივნისი, 9:42 ლუსი პინდერი (Lucy Pinder.დაბ. 1983წ.ინგლისში)2003 წლის ზაფხულში ბორმუტის პლიაჟზე ირუჯებოდა, (კურორტი ჩრდილოეთ ინგლისში), როდესაც იგი ფოტოგრაფმა ლი ერლმა შეამჩნია..ფაქტიურად იმავე დღიდან ფოტოსესიის შემდეგ 20 წლის გოგონამ Daily Star-ის ბულვარულ გაზეთთან გააფორმა კონტრაქტი. მისი სამოდელო კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა, მალევე ფოტოსესია გამოქვეყნდა ისეთ გლამურ ჟურნალებში, როგორებიცაა Loaded, Maxim, Nuts, ZOO და სხვა. ამასთანვე იგი უწევდა რეკლამას PlayStation 2, Yellow Pages და ნაციონალურ ლატარეას. სრულიად გაშიშვლდა 2007 წელს ჟურნალ Nuts-ისთვის. 2004 წლიდან ლუსი პირველად გამოჩნდა Living TV's-სერიაში "Famous and Frightened"-ცნობილები და შეშინებულები), ბოლსოვერის ციხესიმაგრეში დერბიშირში, სადაც მოჩვენებების და სულების გამოცხადებას იკველევენ. ამის შემდგომ იგი სხვადასხვა ტელეშოუების ხშირი სტუმარი იყო, ეს იქნებოდა გასართობი, სპორტული თუ მუსიკალური გადაცემები. 2008 წლის 15 იანვრიდან კი Nuts TV-ის წამყვანად მოგვევლინა. ამავე წელს პირველად მოსინჯა ძალები კინოში, შეასრულა ეპიზოდური როლი ფილმში "Hotel Babylon".. შემდგომ უკვე 2 სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმშიც იქნა გადაღებული "Strippers vs Werewolves-2012(კამილა) და "The Seventeenth Kind" -2014 ( მელისა). ლუსი შეყვანილია "მსოფლიოს 100 ულამაზესი სახის" რეიტინგში(The 100 Most Beautiful Faces) #97 ადგილი. 56 2-ს მოსწონს
|