x
image
ნოდარ ჯოჯუა
ნანუკა ჟორჟოლიანი: მინდა ყველას შვილი კარგად ჰყავდეს!

image"რამდენიმე დღის წინ მოხდა საშინელი ტრაგედია. ბავშვი ფანჯრიდან გადახტა. მოზარდი გოგო. თითქმის მარიამის ასაკის. ის ბავშვი მარიამის სკოლელი იყო, "–ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.


"რამდენიმე დღის წინ მოხდა საშინელი ტრაგედია. ბავშვი ფანჯრიდან გადახტა. მოზარდი გოგო. თითქმის მარიამის ასაკის. დედასთან კონფლიქტის შემდეგ...არც კი მინდა წარმოვიდგინო, გავიზიარო იმ დედის მდგომარეობა რომელმაც ეს დაინახა და შვილს ზუსტად იმავე ფანჯრიდან გადაჰყვა. საბედნიეროდ (რაც საკამათოა, ) გადარჩა. საკამათოა იმიტომ რომ ალბათ იმ უბედურ გოგოს რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა ურჩევნოდა მის შვილთან ერთად ყოფნა. ამ ისტორიას ვერ ვიშორებ უკვე დღეებია. საკმარისია დავწვე და თვალი დავხუჭო წარმოვიდგენ ყველა იმ ბავშვს, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა. ეს ბავშვი მარიამის სკოლელი იყო. წარმოვიდგენ იმ ეზოს, ეზოა სავსე მომღიმარი და ბედნიერი ბავშვებით! ბავშვებით რომელთაც ძალიან უყვართ იქ ყოფნა...რაღაცნაირად განსხვავებულ გარემოში. ლაღი და ძალიან ჯანმრთელი ბავშვებით. იქ ასწავლიან მათ გუნდური ცხოვრების თამაშის წესებს და ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ ერთად...

ახლა რომ წარმოვიდგენ: როგორი სიჩუმეა ალბათ იქ, ტანში მზარავს. ახლა რომ წარმოვიდგენ, რომ ბავშვმა რომელიც მარიამის თანატოლი იყო, ცხოვრება თვითონ დაისრულა, აღარ მინდა არაფერი და რასაც ვერ წარმოვიდგენ არის დღე, როდესაც ბავშის დედა თვალებს გაახელს და მინდა ყველა ბავშვს მოვეფერო გულით. ამერიკული სკოლის ყველა მოსწავლეს! მინდა რომ ამ ისტორიამ დამტოვოს იმიტომ რომ აღარ შემიძლია ამით სიარული! და ამ ბავშვებმა მალე შესძლონ ამის დავიწყება! და მინდა ყველას შვილი კარგად ჰყავდეს! ყველას! ახლა კი ყველაზე კარგად მინდა იმ დედამ, რომელიც საავადმყოფოშია ჯერ კიდევ შესძლოს! შესძლოს ამ საშინელი ისტორიით არსებობა, "-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

image

0
1929
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
1929
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0