სისხლის სამართალი ორი საშინელი შემთხვევა ვაკეში - აივნიდან გადმომხტარი დედა-შვილი 2014, 31 მაისი, 22:52 ვაკეში, შროშის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მეცხრე სართულიდან 15 წლის გოგონა გადმოხტა. ბავშვის დედა ამ დროს ეზოში იმყოფებოდა. ის ყველაზე უწინ გაჩნდა შვილთან. თვითმხილველი ყვება, რომ გამწარებული შველას ითხოვდა. სასწრაფოც დროულად მოვიდა, მაგრამ გოგონა უკვე მკვდარი იყო და საავადმყოფოში გადაყვანას აზრი არ ჰქონდა. გოგონა ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. დედას ის უმამოდ ჰყავდა გაზრდილი. დედას ჯერ იმედი ჰქონდა, რომ შვილს ეშველებოდა, მაგრამ რომ გაიგო, რომ ბავშვი აღარ მიჰყავდათ და საკაცით სახლში აყვანა დაუპირეს საშინელი კივილი ატეხა. გამწარებული ძლივს აიყვანეს ზევით. ქალმა რომ გააცნობიერა შვილის სიკვდილი, ბევრი აღარ უფიქრია და მის გზას გაჰყვა - ისიც გადახტა. როგორც ჩანს თუ არ გიწერია, მაინც არ მოკვდები. მაშინვე ჩაცვივდა ხალხი ეზოში, მაგრამ ქალი არსად იყო. დედა თურმე რამდენიმე სართულით ქვემოთ გამოწეული სახლის აივნის სახურავზე დაეცა. ქალი ჩამოიყვანეს და ცოცხალი აღმოჩნდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სახლში მათთან ერთად მოხუცი ბებიაც ცხოვრობდა. პოლიციამ აღძრა საქმე. განიხილება ვერსიაც, რომ გოგონას თავი არ მოუკლავს და შემთხვევით გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამსახურის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერ არაა ცნობილი თვითმკვლელობასთან გვაქვს საქმე თუ უბედურ შემთხვევასთან. 261 6-ს მოსწონს
|