x
image
t.x.
რატომ სცემა შვილიშვილმა ბებია და ბაბუა
imageმიუხედავად იმისა, რომ მოზარდი შეუვარდა სახლში და სასტიკად სცემა თავის ბებია, სასჯელი მაინც შეუმსუბუქდა. ამის მიზეზი კი მისი ასაკია. ჟან მაკდუგალი 89 წლისაა და ძალიან სუსტი აგებულებისაა. არც გასაკვირია, რომ 18 წლის შვილიშვილს აარონ დევისს არ გაუჭირდებოდა მისი მორევა. მოხუცი ისე სასტიკად იყო ნაცემი, რომ მისი კბილების პროთეზი და სათვალე დაშლილი ეყარა აქეთ-იქით. მოხუცს გატეხილი აქვს ცხვირი და ხერხემალი. კარგი დღე არც ბაბუას - 84 წლის ჯონს დასდგომია. შვილიშვილმა ისიც მეუღლის ჯოხით "გატყიპა".

შემთხვევა ინგლისში მოხდა, კენტის საგრაფოში. ახალგაზრდა დააპატიმრეს და 10 წელი მიუსაჯეს. შვიდი საპატიმროში და დანარჩენი სამი პირობითი სასჯელის მოხდით.

განაჩენიდან ორ კვირაში კი პატიმარმა მიმართა მოსამართლეს და ასაკიდან გამომდინარე პატიმრობის ხუთ წლამდე შემცირება მოსთხოვა, რაც ბებიამ გააპროტესტა. ის აცხადებს, რომ დევისს ეს სასჯელი ეკუთვნოდა. მის ქმარსაც ცემის შემდეგ ჯერ კიდევ აწუხებს თავის ტკივილები.

დევისმა სახლიდან საათი და 40 ევრო გაიტაცა.


ქალბატონი და ბატონი მაკდუგალები მეზობელმა სისხლში მოსვრილი იპოვა. მეზობელი მაშინვე დაუკავშირდა პოლიციას, რათა დაეფიქსირებინათ საქმის მთელი სირთულე.

ამ შემთხვევამ მოხუცებზე ძალიან იმოქმედა. ქალბატონი ჟანა აცხადებს, რომ ამ ამბის შემდეგ თავს ძალიან ცუდად გრძნობს, აქამდე თითქოს 60 წლის იყო, ახლა კი ძლიერ მოტყდა. ღამე, როცა სძინავს, პატარა ხმაურზეც ეღვიძება და შიშით კანკალებს. ქმარსაც თავის ტკივილები სტანჯავს. ისინი აცხადებენ, რომ მათი ცხოვრება ამ თავდასხმის შემდეგ შეიცვალა, ძალიან დაძაბული და შფოთიანი გახდა.

18 წლის შვილიშვილს სასჯელი შეუმცირდა. ეს სისასტიკე კი საათისა და 40 ევროს გულისთვის მოხდა.

0
484
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0