x
image
მანჩო 777
უხელებო ქალმა ამერიკული ბოდიბილდინგი დაიპყრო
გასულ შაბათ-კვირას გაიმართა აშშ-ის ჩემპიონატი ბოდიბილდინგში, რომელშიც მონაწილეობდა ბარბი ტომასი. მიუხედავად იმის, რომ მას მნიშვნელოვანი ჯილდო არ მოუპოვებია, ერთადერთი იყო მონაწილეებს შორის, ვისაც მაყურებელი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს.


image


პატარაობაში ბარბი ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყო. ერთხელ, როცა ის ორი წლის იყო, აძვრა ტრანფორმატორის ჯიხურზე, რომელიც მის სახლთან ახლოს იდგა. ბავშვმა შემთხვევით წაავლო ხელი გაშიშვლებულ მავთულებს, რომელშიც მაღალი ძაბვის დენი გადიოდა. გოგონამ ძლიერი დენის დარტყმა მიიღო, რის შედეგადაც მხრებამდე დაეწვა ორივე ხელი.


image



"ექიმებმა ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ მე არ გადავრჩებოდი და თუკი გადავრჩებოდი, სამუდამოდ ინვალიდი ვიქნებოდი, -ყვება ბარბი, -მაგრამ ღმერთს ჩემს შესახებ სხვა გეგმები ჰქონდა: როგორც ხედავთ, მე დღეს აქ ვარ, ცოცხალი და ჯანმრთელი და მშვენივრად ვგრძნობ თავს".


imageimage


ხელების ამპუტაციიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ტომასმა შეძლო და თავის თავში იპოვა ძალა დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას. მან ისწავლა ფეხებით ყველაფრის კეთება, რასაც ნორმალური ადამიანები ხელებით აკეთებენ: კბილების გამოხეხვა, სადილის მომზადება, გზავნილების დაწერა მობილურში, პროდუქტების ყიდვა, მაკიაჟის გაკეთება და მანქანის ტარებაც კი. მაგრამ რაც მთავარია, მან უარი არ თქვა თავის ოცნებაზე ბოდიბილდინგით დაკავებულიყო.


imageimageimage



თავიდან ბარბიმ არ იცოდა, დაეწყო თუ არა სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში, რადგან იცოდა, რომ ხელების გარეშე საკვალიფიკაციო ტურებს ვერ გაივლიდა, რადგან ვერ შეასრულებდა საკონკურსო პოზებს.


"ბოლოს მე მივიღე გადაწყვეტილება და დავურეკე ადგილობრივი შეჯიბრებების თავმჯდომარეს, მან მე თანხმობა განმიცხადა და სტიმული მომცა. ასე მოვხვდი პირველად 2003 წელს ფიტნესის შეჯიბრებაზე. მას შემდეგ დავავადდი ამ სპორტით და მის გარეშე ერთი დღეც არ შემიძლია ცხოვრება"-ამბობს ტომასი.


imageimage


ბოდიბილდინგმა ბარბის შთაუნერგა მიზანი და მისცა საშუალება თავი ბედნიერად ეგრძნო. ის ვარჯიშობს ყოველდღე, ხოლო შეჯიბრებებისაგან თავისუფალ დროს აკეთებს იმას, რასაც გააკეთებდა ყველა ჩვეულებრივი ქალი-ზრდის თავის ორ ვაჟს.


37 წლის ბარბი სამჯერ იყო დაქორწინებული, ამჟამად ის მარტოხელა დედაა.


image


"თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ. ერთადერთი შეზღუდვა-ეს ისაა, რასაც თქვენ უწესებთ საკუთარ თავს.

გონება-ერთადერთი მნიშვნელოვანი რამაა, რასაც შეუძლია განსაზღვროს თქვენი მოქმედება. თუ თქვენ ოპტიმისტი ხართ და გჯერათ საკუთარი თავის, მაშინ შეუძლებელი არაფერია", -ამბობს ბარბი ტომასი.


image

4
149
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
149
  
2014, 29 მაისი, 20:01
კიი ფიზიკურადაც და სულიერადაც:-)
2014, 29 მაისი, 19:25
რა ძლიერია,. არა?
2014, 29 მაისი, 19:19
მ,ალადეც ა,მ ქალს...
0 1 4