საზოგადოება გინესის რეკორდსმენი კუნგ-ფუს ოსტატი, რომელიც ქოქოსის კაკალს თითით ტეხავს (+საინტერესო ვიდეო) 2014, 28 მაისი, 20:58 კუნგ-ფუს ოსტატ ხო ენ ხუს თავდამსხმელების მოსაგერიებლად სულაც არ ჭირდება იარაღი. მას შეუძლია ადამიანის თავის ქალა ისევე გახვრიტოს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით, როგორც ქოქოსის კაკალი. რა თქმა უნდა, ამ თავის ნიჭს და ძალას ჩინელი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის იყენებს. "ეს თითი მე საშუალებას მაძლევს ოჯახი გამოვკვებო", -ამბობს მამაკაცი.
მალაიზიის მთავრობამ 2000 წელს კუნგ-ფუს ოსტატს სპეციალურად გამოუყო ადგილი ჩინური კვარტალში, რომ მან საჩვენებელი გამოსვლები გამართოს. მას შემდეგ ხო ენ ხუ კვირაში ორჯერ სისტემატურად მართავს წარმოდგენებს, რათა გაართოს ადგილობრივი მცხოვრებელები და ტურისტები. მრავალი წელია კუნგ-ფუს ოსტატი ამყარებს უამრავ რეკორდს, შემდეგ კი თავადვე ხსნის მათ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ასე, მაგალითად, 2001 წელს ის მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, რადგან საჩვენებლი თითით გატეხა 3 ქოქოსის კაკალი, ხოლო 2009 წელს მან თავისივე მიღწევა გააუმჯობესა: 30 წამში გატეხა 4 ქოქოსი. მაგრამ ოსტატი მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და 2011 წელს კიდევ ერთხელ გააუმჯობესა ეს რეკორდი: 4 ქოქოსის გატეხვა მან უკვე 12 წამში შეძლო. მამაკაცმა თავის გასაოცარი კარიერა დაიწყო მისი მასწავლებლის ზეგავლენით, რომელმაც 17 წლის ჭაბუკი კუნგ-ფუს საიდუმლოებას აზიარა. "ის მასწავლიდა მე დარტყმა განმეხორციელებინა ერთი თითით, -ამბობს ხო, -თავიდან ეს ძალიან რთული მეჩვენებოდა, მაგრამ მუდმივმა ვარჯიშმა თავისი საქმე გააკეთა". ოსტატის საუდუმლო იმალება ძველ ჩინურ ხელოვნებაში-ციგუნში, რომელიც გვასწავლის მივაღწიოთ ჰარმონიას სულით, სხეულით და აზრით. დაეუფლა რა ციგუნის ხელოვნებას, ხოს შეუძლია გადაყლაპოს და შემდეგ უკან დააბრუნოს ლითონის ნივთები, ან გატეხოს ქოქოსის კაკალი თავით ან ხელით. რა თქმა უნდა, ეს არც ისე იოლი საქმეა, ამიტომ მუდამ ფორმაში რომ იყოს, ოსტატს მუდმივი ვარჯიში ჭირდება. ვარჯიშთან ერთად ხო დღეში 20 კილომეტრამდე მანძილს გადის ფეხით. ჩინელის რაციონში საერთოდ არ არის ცხიმიანი საკვები და ხორცი-ის ამჯობინებს ბოსტნეულითა და თევზით იკვებოს. გარედა იმისა, რომ ქუჩაში აწყობს საჩვენებელ გამოსვლებს, რომლის დროსაც ტეხავს ქოქოსის კაკლებს, დამატებითი შემოსავლის მისაღებად ოსტატი ყიდის სამკურნალო და ტკივილგამაყუჩებელ ზეთებს, რომელსაც თავად ამზადებს. როგორც ჩანს, მან კარგად იცის მედიცინა: თავისი გამოსვლების დროს ხოს არაერთხელ მოტყდა თითი, მაგრამ თავის მიერ დამზადებული სამკურნალო მალამოების მეშვეობით ის სწრაფად ახერხებს ისევ ფორმაში ჩადგომას. 153 8-ს მოსწონს
|