სისხლის სამართალი შემზარავი მკვლელობა და თვითმკვლელობა სანტა-ბარბარაში 2014, 27 მაისი, 22:48
გასულ პარასკევს საღამოს 22 წლის ელიოტ როჯერმა (Elliot Rodger)სანტა ბარბარაში მოკლა 6 ადამიანი, რამდენიმე დაჭრა, ბოლოს კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
სანამ თავის ჩანაფიქრს აღასრულებდა ახალგაზრდა მამაკაცმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ვიდეოპორტალ YouTube-ზე, ცდილობდა აეხსნა მკვლელობების მოტივი. ჩამონათვალშია ბავშვობის დროინდელი წყენა, იხსენებს, როგორ დასცინოდა 10 წლის გოგონა მონეტ მოიო, როცა ის 12 წლის იყო... მონეტ მოიო 20 წლის იყო და მოდელი გახლდათ. 22 წლის City College-ის სტუდენტი შემდგომ მთელ ტირადას ჰყვება მარტოობაზე, აუხდენელ ოცნებებზე, განდეგილობაზე. "მე 22 წლის ვაჟიშვილი ვარ, ცხოვრებაში გოგოსთვის არ მიკოცნია"-განაგრძობს როჯერი. "არ ვიცი რატომ, მაგრამ გოგონები არ მიზიდავს"-აგრძელებს ელიოტი თავის 7 წუთიან მიმართვაში-ახლა მე გეწვევით და დაგსჯით, ეს იქნება შურისძიება". დამნაშავემ საკუთარი შავი BMW-თი 23 მაისს სანტა-ბარბარას უნივერსიტეტთან მიაყენა და თავის ჩანაფიქრი-მუქარა აღასრულა......მოკლა 6 ადამიანი, დაჭრა 7, საბოლოოდ კი სიცოცხლე თვითმკვლეობით დაასრულა. ქვემოთ მკვლელის ზოგიერთი მსხვერპლი. კეტი კუპერი(ზემოთ მჯდომი) ვერონიკა ვეისი. მონეტ მოიო. 115 4-ს მოსწონს 1-ს არა
|