საბუნებისმეტყველო ყველაზე ლამაზი მდინარე დედამიწაზე 2014, 27 მაისი, 20:17 მდინარე, რომელსაც თქვენ ფოტოსურათზე ხედავთ, კოლუმბიაში მდებარეობს და მას კანიო-კრისტალესი, ანუ კრისტალური მდინარე ჰქვია.
კოლუმბიის ეს ფერადოვანი სასწაული ცისარტყელას თითქმის ყველა ფერს შეიცავს:აქ გვხვდება ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი წითელი ფერები. როცა ამ ფერთა პალიტრაზე ვსაუბრობთ, ვერავინ წარმოიდგენს, რომ მდინარეზეა ლაპარაკი. მდინარის საოცარ შეფერილობას განსაზღვრავს წყალმცენარეეები (Macarenia clavigera ), რომლებიც მის ფსკერზე ხარობენ. მდინარეს მეორე სახელიც აქვს, მას ხუთფეროვან მდინარეს უწოდებენ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს სახელწოდება გადაჭარბებულია. ეს მდინარე ისე გამოყურება, როგორც ბიბლიური ფანტაზია. წლის უმეტესი დროის მანძილზე მდინარე სხვა ნორმალური მდინარეებისაგან არაფრით არ განსხვავდება. მაგრამ წელიწადის გარკვეული დროის მცირე მონაკვეთში ის ფერთა ცისარტყელაში იძირება. აი ასე გამოიყურებიან წყალმცენარეები, რომლებიც წყალს შეფერილობას აძლევენ. ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეო, რათა ვირტუალურად მაინც შეძლოთ ამ ულამაზესი მდინარის მონახულება. 365 10-ს მოსწონს
|