შოუბიზნესი როკ-ვარსკვლავები უწინ და ამჟამად 2014, 27 მაისი, 16:31 სუზი კუატრო-ამჟამად 63 წლის-70-80-იანი წლების პოპულარული ბრიტანელი როკ-მომღერალი, ჰქონდა უამრავი ჰიტები.1990 წელს თბილისშიც გამართა კონცერტი.
ბრიუს დიკინსონი-ბრიტანულ ჯგუფ Iron Maiden-ის ფრონტმენი, ამჟამად 56 წლის.პოპულარობის ზენიტი 80-იან წლებში იყო, როდესაც ზედიზედ რამდენიმე პლატინის სტატუსის ალბომი ჩაწერა ჯგუფმა.
ოზი ოსბორნი-ბრიტანულ ჯგუფ Black Sabbath-ის სოლისტი, სიმღერების ავტორი, ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერაც.ამჟამად 66 წლის. სტივ ნიკსი-ბრიტანულ-ამერიკული ჯგუფ Fleetwood Mac-ის სოლისტი, განსაკუთრებით პოპულარული ჯგუფი 70-იანი წლების შუა ხანებში იყო და 80-იან წლებშიც.ამჟამად 64 წლისაა. ჯეიმს ჰალფილდი-ამერიკულ როკ-ჯგუფ Metallica-ს რიტმ გიტარისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ამჟამად 51 წლისაა..ჯგუფი სტაბილურად პოპულარულია წლების განმავლობაში, თუმცა ყველაზე წარმატებული 1991 წელი გამოდგა. ბონო- პოპულარული ირლანდიულ როკ-ჯგუფის U2-ის ლიდერი, ამჟამად 54 წლისაა..განსაკუთრებით დიდ წარმატებას ჯგუფმა 80-90-იან წლებში მიაღწია. ჯონ ბონ ჯოვი-ამერიკულ როკ ჯგუფ Bon Jovi-ის დამაარსებელი, მომღერალი და სიმღერების ავტორი.განსაკუთრებით პოპულარობა ჯგუფმა 80 -იან და 2000-იანების დასაწყისში მოიპოვა. იან გილანი-ბრიტანულ ჯგუფ Deep purple-ს სოლისტი, სიმღერების ავტორი, ამჟამად 68 წლის, ანსამბლმა განსაკუთრებით დიდ წარმატებას 70-იან წლების პირველ ნახევარში მიაღწია. დევიდ ბოუი-ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი.ამჟამად 66 წლის გახლავთ.მომღერალმა მრავაჟანრობრივი გზა გაიარა, განსაკუთრებით პოპულარული70-იან -80 იან წლებში იყო. ჯო ელიოტი-ბრიტანულ როკ -ჯგუფ Def Leppard-ის სოლისტი და სიმღერების ავტორი, განსაკუთრებით პოპულარობას ჯგუფმა 80–იანი წლების შუა ხანებში მიაღწია. 215 7-ს მოსწონს
|