საზოგადოება გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანი ადამიანი 2014, 27 მაისი, 12:59 გინესის რეკორდების წიგნის რეკორდსმენი, მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანი ადამიანი, მექსიკელი მანუელ ურიბე გარდაიცვალა 48 წლის ასაკში.
მანუელ ურიბეს სიკვდილის მიზეზი გახდა ღვიძლის უკმარისობა. მაისის დასაწყისში "მემე", როგორც მას სიყვარულით ეძახდნენ ახლობლები, გადაყვანილი იქნა კლინიკაში გულის არითმიის გამო. საავადმყოფოში მანუელი ამწე კრანის მეშვეობით გადაიყვანეს. მექსიკელი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც მისმა წონამ 590 კილოგრამს მიაღწია. ეს იყო 2006 წელს. შემდეგ დიეტოლოგების დახმარებით მან მოახერხა 320 კილოგრამამდე დაკლება. 2001 წლიდან მოყოლებული, მძიმე წონის გამო, მამაკაცი საწოლს იყო მიჯაჭვული. მიუხედავად ამისა, ის 2008 წელს დაქორწინდა. ჯვრისწერის ცერემონიის დამთავრების შემდეგ მანუელი რომ ცოლის სახლში გადაეყვანათ, საჭირო გახდა სახლის ერთი კედლის დროებით გამონგრევა. როგორც თვითონ მანუელი ყვებოდა, მან დაიწყო წონის აკრება მას შემდეგ, რაც 20 წლის ასაკს მიაღწია. 1987 წელს ის არალეგალურად მოხვდა აშშ-ში, სადაც დაკავებული იყო კომპიუტერების რემონტით. "-მე მანქანით მივდიოდი სამუშაოზე, უკანაც ასევე ვბრუნდებოდი და თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვჭამდი, ხოლო სპორტით საერთოდ არ ვიყავი დაკავებული", -გამოტყდა თავის ინტერვიუში მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანი. გარდაცვალების მომენტში მანეუელ ურიბე ისევ მშობლიურ მექსიკაში ცხოვრობდა და იწონიდა 394 კილოგრამს. 201 10-ს მოსწონს
|