საბუნებისმეტყველო როგორ ვითარდება წიწილა კვერცხში -ოცდაერთ დღეში მომხდარი სასწაული 2014, 25 მაისი, 23:17 ოცდაერთ დღეში ნამდვილი სასწაული ხდება-ჩვეულებრივი ქათმის კვერცხიდან ქვეყანას პატარა ყვითელი წიწილა მოევლინება. მოდით, ვნახოთ, როგორ ხდება ეს პროცესი.
![]() აი ის, სრულიად ჩვეულებრივი ქათმის კვერცხი. ის სულ ახალია. ინკუბატორში გამოსაჩეკად კვერცხებს დიდი ყურადღებით არჩევენ. ![]() ხედავთ ოდნავ შესამჩნევ მუქ წერტილს? აი ასე იწყება სიცოცხლე. ![]() მეორე დღეს კვერცხის გულში ჩნდება ოდნავ შესამჩნევი სისხლძარღვები ![]() მესამე დღეს გამოისახება კიდურების და თავის ჩანასახი ![]() მეოთხე დღეს ეს პროცესი კიდევ უფრო ვითარდება და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ![]() მეხუთე დღეს უკვე ნათლად ჩანს თვალები, საერთოდ ამბობენ, რომ ქათმის ჩასახვა თვალებიდან იწყება ![]() მეშვიდე დღეს ჩანასახს უვითარდება პირი ![]() ჩანასახიანი კვერცხი, სხვათაშორის, აქტიურად სუნთქვას, იყენებს რა დღე-ღამეში 2-4 ლიტრამდე ჟანგბადს ![]() მეცხრე დღეს ზურგზე ჩნდება ფრთების პირველი ჩანასახი ![]() მეათე დღეს ყალიბდება ნისკარტი ![]() ამბობენ, რომ წიწილა დღეებით კი არ იზრდება, არამედ საათობით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ![]() მეცამეტე დღეს წიწილის თავზე პირველი ბუმბული ჩნდება ![]() მეთოთხმეტე დღეს ბუმბულით მთელი ჩანასახი იფარება ![]() მეთხუთმეტე დღეს თვალები მთლიანად იფარება ქუთუთოებით ![]() მე-16-18 დღეებში ცილა მთლიანად აითვისება ჩანასახის მიერ ![]() ის სულ უფრო იზრდება და იზრდება ![]() მეცხრამეტე დღეს კვერცხის გული იწყებს შეწოვას, ჩანასახი ახელს თვალებს, თავი იწევა კვერცხის ცარიელ ადგილას, ნისკარტი უახლოვდება ნაჭუჭს ![]() მეოცე დღეს კვერცხის გული ბოლომდეა შეწოვილი, ჩანასახს თვალები გახელილი აქვს ![]() ოცდამეერთე დღეს წიწილა კვერცხიდან იჩეკება, გარედან ეს პროცესი ასე ჩანს: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აი ჩვენი ყვითელი სასწაულიც დაიბადა ![]() ახლა კი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ნათლად არის აღწერილი მთელი ეს პროცესი 1259 11-ს მოსწონს
|