x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
ყირიმი - რუსული სამხედრო დანაყოფებით სავსე და ტურისტებისგან დაცლილი
იალტა, ყირიმი, ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ ანტონ ჩეხოვმა რომელმაც ნაწარმოებების შესაქნელად ეს ადგილი აირჩია, და 1898 წლიდან აქ ცხოვრობდა თქვა რომ "ყირიმი არის ლამაზი და მყუდრო და ის ნიცას ბევრად სჯობს" . ეს იყო ყირიმის ყველაზე მასშტაბური აღიარება მანამ სანამ პუტინი დაადგამდა მას თვალს და მარტში, შავი ზღვის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ გახდებოდა მისი ყველაზე თავდადებული პრომოუტერი, ყირიმის ნ1 ინდუსტრია ხომ სწორედ ტურიზმია. მაგრამ საპირისპირო ხდება : ექსპერტების თქმით ძალიან ცოტა უკრაინელის და თითქმის არცერთი ევროპელის ჩამოსვლა არაა სავარაუდო უახლოეს მომავალში. ლილია ივანოვას განცხადებით არავითარი ტურისტული სეზონი არ იქნება წელს, პირველი კრუიზი რომელიც უნდა ჩასულიყო, M.S Hamburg შეუჩერებლად გაბრუნდა უკან.ანექსიის გამო საერთაშორისო ფრენებიც გაყინულია.image


წინა წლის მონაცემები კი ასე გამოიყურებბა . ყირიმს სულ 6 მილიონი ტურისტი ეწვია, აქედან 4 მილიონი იყო უკრაინელი . ტურ ოპერატორების ინფორმაციის თანახმად, ევროპიდან, 200ზე მეტი კრუიზი ჩავიდა 2013 წელს ყირიმში და ევროპელი ტურისტების რაოდენობამ მთლიანის 12 პროცენტი შეადგინა. ამ წელს კი ყველა ასეთი გემის ჩამოსვლის გეგმა გაუქმებულია... როგორც ჩანს კრემლის მხრიდან შესაბამისი სამუშაოებია გასატარებელი, რაც უკვე დაიწყო . აპრილში, პუტინმა განაცხადა რომ ავია ბილეთების ფასი მოსკოვიდან 385$ დან 214 $ მდე შემცირდა, იგივე აქცია გატარდა მატარებლებთან მიმართებაში. სახელმწიფოს მართვაში მყოფმა კომპანიებმა, როგორიცაა გაზპრომი და როზნეფტი განაცხადეს რომ ისინი უზრუნველყოფენ ათობით ათასობით დასაქმებულის არდადეგებს. ზოგიერთი, რუსი, რომელიც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული, აცხადებს რომ "დავალებულები არიან" ამ წელს დაისვენონ ყირიმში.

არც ტელევიზიები კარგავენ უქმად დროს, მიმდინარეობს კამპანია, ყირიმის პრომოუშენი, მსგავსი განცხადებებით : შადრევნები, გამოქვაბულები, სასახლეები! აქ იური გაგარინი ისვენებდა ( იური გაგარინი ხომ კვლავ რუს არქეტიპად რჩება).


თავად პუტინმა განაცხადა რომ ბილეთებზე ფასების დაკლების გარეშე ხალხი იქ არ წავა რადგან თავად ყირიმის ინფრასტრუქტურა მცირე შემოსავლიან ხალხზეა მეტწილად გათვლილი.

თუ გადავხედავთ ისტორიას, უკრაინამ ყირიმი მოსკოვისგან 1954 წელს მიიღო და შემდგომ ისინი მართავდნენ მას, ახლა კი მოსკოვი ადანაშაულებს კიევს თითოეული ნაკლისთვის რაც გემებს აქვთ, რომელთა ღირებულება პუტინის განცხადებით უკრაინელების მმართველობის ქვეშ 60%ით შემცირებულა. ტელევიზიამ ყირიმის სასტუმროებიც გააშუქა და აღნიშნა რომ ისინი არამიმიზიდბელი და მოძველებულია. აი ასეთია დღეს ყირიმი და მისი მოსალოდნელი მდგომარეობა ზაფხულისთვის . ყირიმის ლიტერატურული, პოლიტიკური და ისტორიული წარსული დაეხმარა პუტინს მოეპოვებინა მხარდაჭერა რუსებს შორის მისი დაბრუნების შესახებ.სანაპიროები, თუმცა დაცარიელებული კიდევ ამყარებდა მათ მხარდაჭერას.ექსპერტების აზრით კი კიდევ ერთი დადებითი მხარე ყირიმისა იყო სითბო . და მაინც... ყირიმს ნამდვილად აქვს უკეთესი დროება გამოვლილი ვიდრე მას ახლა უდგას .




ქეთევან ლალიაშვილი . 25 . 05 . 2014






0
91
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთალალიაშვილი
ქეთალალიაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0