x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ნატო - ანუ ყველა გზა საბჭოთა კავშირისკენ გვაბრუნებს?


თუ ნატო არის პასუხი, მაშინ შეკითხვა რაღაა?


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეკითხვა ცხადად არ ჩანდა თუმცა მდგომარეობა შეიცვალა 2001 წლის 11 სექტემბერს, როცა ალქაიდა თავს დაესხა აშშ-ს. ნატომ აამოქმედა მეხუთე პუნქტი
- კოლექტიური თავდაცვის "წითელი ხაზი" პირველად . ნატო გამოვიდა
“თავისი
არეალიდან“ მაშინ როცა თალიბანის და ალ ქაიდას წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა აშშ-სთან
ერთად .

რუსი ჯარისკაცები ყირიმში.მარტი
ახლა, ლიბიასა და ავღანეთთან
დაკავშირებულ ქაოსის მდგომარეობაში, ნატოს აქვს ცხადი ბრძოლა მომავალთან
დაკავშირებით, რაც რეალურად არის ცხადი ბრძოლა წარსულთან. უკრაინაში რუსული
რევანშიზმი და ყირიმის ანექსია, დავბრუნდით უკან, უკან - საბჭოთა კავშირში? თუ
როგორც მარქსმა თქვა, ისტორია მეორდება, არა როგორც საბჭოთა კავშირის ტრაგედია
არამედ ფარსი?


უფრო მარტივად რომ დავსვათ შეკითხვა, ეს დაპირისპირება არის უკრაინის
პრობლემა თუ რუსეთის პრობლემა?


ეს შეკითხვები მნიშვნელოვანია ნატოს ადრეული სექტემბრის სამიტისთვის,
რომელიც უელსში გაიმართება და რომელზეც ალიანსის კომუნიკე უნდა შეიმუშაოს 28
წევრმა ქვეყანამ ერთად. შეუძლებელი იქნება რომ
ნატომ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით პოზიცია არ დააფიქსიროს, მაგრამ
რას იტყვიან ნატოს სენიორი დიპლომატები?

რამდენად უნდა გადასინჯოს
ნატომ თავისი რუსეთთან თანამშრომლობის პოლიტიკა და 1997 წელს დაფუძნებული აქტი
ორმხრივ ურთიერთობებზე? უფრო კონკრეტულად, ნატომ უნდა შეცვალოს სამხედრო ძალის განთავსების დანაპირები როგორც ეს ერთხელ,
რკინის ფარდის მიღმა ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის მაგალითზე?


უფრო ფუნდამენტურად, ნატო
უნდა აღიქვავდეს რუსეთს ისე როგორც საბჭოთა კავშირს აღიქვავდა - ანუ მთავარ
ანტაჰონისტად რომელიც ალიანსს აიძულებს ფიქრს და ქმედებას თუ მან უნდა განაგრძოს
თანამშრომლობის იმედი, იმ დაშვებით რომ ვლადიმერ პუტინს უბრალოდ ჰქონდა „უკრაინული
მომენტი“ .


ამას გარდა, 2008 წელს,
როდესაც რუსეთმა საქართველო ჩაითრია ომში და დაიკავა საქართველოს 2 ტერიტორია -
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნატო მასთან განაგრძობდა „თანამშრომლობას“ საკითხებზე
როგორიცაა კონტრტერორიზმი და ავღანეთი, ეჭქვეშ დადგა მხოლოდ “business
as usual” ურთიერთობა
რომელიც 1 წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ძველი ურთიერთიერთობის სახეს. ბოლოსდაბოლოს რუსეთსამ შემთხვევაში
შეუძლია ამტკიცოს მაინც, რომ ევროპის ომისშემდგომი საზღვრები მას ძალით არ
შეუცვლია, მაგრამ ეს არის ზუსტად ის რაც მოსკოვმა გააკეთა ყირიმის შემთხვევაში .


ძველი
ევროპელებისთვის, მაგალითან ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიისთვის რუსეთის
საფრთხე წარსულს ჩაბარდა და არის მხოლოდ ბიზნესი, თანამშრომლობა, ენერგიიდან და
სამხედრო შეთანხმებებიდან დაწყებული ოლიგარქიული სიმდიდრის მენეჯმენტით
დამთაბრებული.


"ახალი
ევროპელებისთვის" ( ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის ) კი საფრთხე არსებობს და ის
რეალურია და ისინი ელიან მხარდაჭერას როგორც ნატოს ასევე ევროკავშირის

პარტნიორებისგან.


ნატოს
დებატი არ მიმდინარეობს იმაზე რომ რაც
უკრაინაში მოხდა იყო მიუღებელი, არამედ იმაზე თუ ის რას ნიშნავს და რა უნდა
გაკეთდეს ამის შესაცვლელად. ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ამბობს
ბევრის სათქმელს როდესაც აცხადებს რომ პუტინმა ომისშემდგომი წესრიგი დაარღვია ( 1975 წელს მიღებული ჰელსინკის აქტით
გამტკიცებული ) და ნატომ შესაბამისად უნდა შექმნას რაიმე ახალი.

სხვებს აქვთ
შიში რომ ეს რაღაც ახალი არის ნამდვილად რაღაც ძველი : ცივი ომის რეკონსტრუქცია.
ნატომ უნდა იპოვოს კონსენსუსი თუ როგორ გაიგოს რუსეთის ქმედებები და თუ რას
ნიშნავს სამხედრო მზადყოფნა. მაგრამ უფრო დიდი გამოწვევა კვლავ ძალაშია : რომ
განისაზღვროს ნატოს მომავალი.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთალალიაშვილი
ქეთალალიაშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0