2012 წლის ყველაზე სექსუალურ მომღერლად 35 წლის კოლუმბიალი ვარსკვლავი შაკირა დაასახელეს. ამასთან ერთად შაკირამ სულ ახლახან 60 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ სტუდია სონისთან და ერთ ერთი ყველაზე
მაღალანაზღაურებადი ვარსკვავი გახდა. მოკლედ 2012 წელი შაკირასთვის ძალიან წარმატებული წელია. ამ წლის ყველაზე სექსუალურ მომღერალს რამდენიმე წლის
წინ საქართველოს სცენაზეც ედგა ფეხი და ქართველი მსმენელისთვის მღეროდა. შაკირა გამორჩეულია არა მარტო მისი ხმის ტემბრით, არამედ სიმღერის დროს მასშეუძლია ცეცხლოვანი ცეკვით ცეცხლი დაანთოს სცენაზე. შაკირა რომ მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესოა ეს უდავოა. ამ ფაქტს მისი ალბომების გაყიდვაც ადასტურებს, რომლებიც მილიონობით იყიდება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.
კოლუმბიას და მთელ მსოფლიოს ჰყავს თავისი ვარსკვლავი შაკირას სახით, ხოლო ჩვენ გვყავს ჩვენი ვარსკვლავი, A კლასის მომღერალი, მსოფლიო ვარსკვლავი სოფო ნიჟარაძე. მშვენიერმა სოფომ ძლიერი ტემბრითა და თავისი სილამაზით მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება. სოფოს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც ქყვეყნის, აგრეთვე
საერთაშორისო ასპარეზზე. სოფო ნიჟარაძე ნომერ პირველი მომღერალია საქართველოში და საუკეთესო საუკეთესოთა შორის
მსოფლიოში. ამ ულამაზეს და უნიჭიერეს მომღერალს დუეტები აქვს შესრულებული ისეთ ცნობილ მომღერლებთან, როგორებიც არიან: ანდრეა ბოჩელი, პლასიდო დომინგო, ხულიო იგლესიასი, ჯულია
ნოვიკოვა და სხვა.
შაკირაც და სოფოც მსოფლიოს ვარსკვლავები არიან. ორივე კარგად მღერის და ორივე ძალიან ლამაზი და სექსუალურია, მაგრამ თუ საქმე სექსუალურობაში ნომერპირველობაზე მიდგება, ამაში ყველა დამერწმუნება, რომ სოფო შაკირაზე უფრო სექსუალურია.