საბუნებისმეტყველო არგენტინაში აღმოაჩინეს დედამიწაზე ოდესმე არსებული ყველაზე დიდი ცხოველის ჩონჩხი 2014, 22 მაისი, 9:49 ახლახან პალეონტოლოგებმა არგენტინაში იპოვეს ყველაზე დიდი დინოზავრის ჩონჩხი, რომელსაც კი უცხოვრია დედამიწაზე. თუ ცხოველის თეძოს ძვლის სიდიდით ვიმსჯელებთ, დინოზავრის სიგრძე 40 მეტრს აღწევდა, სიმაღლე - 20 მეტრს, ხოლო მისი სავარაუდო წონა 77 ტონა იყო.
![]() მეცნიერების მტკიცებით, ნაპოვნი გაქვავებული ძვალი ეკუთვნის ტიტანოზავრების შედარებით გვიანდელ ჯიშს - ბალახისჭამია ხვლიკისნაირებს, რომლებიც ცარცული პერიოდის დასასრულს ცხოვრობდნენ. ![]() ![]() ![]() ნაპოვნი ძვლის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ გიგანტი ტიტანოზავრები პატაგონიის ტყეებში ცხოვრობდნენ 95-100 მილიონი წლის წინათ. ![]() ![]() ![]() ![]() 345 8-ს მოსწონს
|