საზოგადოება სიურპრიზი კიბოთი დაავადებული ქალისათვის 2014, 21 მაისი, 8:52 2012 წელს ემის საშინელი დიაგნოზი დაუსვეს-საშვილოსნოს ავთვისებიანი მესამე სტადიის სიმსივნე. მას შემდეგ, რაც ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და ემიმ ქიმიოთერაპიის კურსიც გაიარა, თითქოს ყველაფერი ნორმაში ჩადგა. ერთი წლის განმავლობაში ქალი ემისიის პერიოდს გადიოდა, მაგრამ ცოტაოდენი ხნის წინ ოჯახმა საშინელი ამბავი შეიტყო: სიმსივნემ კვლაც დაიწყო ზრდა და ის უკვე აღარ ემორჩილებოდა მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს. ეს ნიშნავდა, რომ ბრძოლა ამ საშინელ უკურნებელ სენთან წაგებული იყო. დაზუსტებით არავინ იცის, რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა ემის, ამიტომ ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს მისი სიცოცხლის ყოველი დღე დღესასწაულად ექციათ, რათა ქალი დამტკბარიყო დარჩენილი დღეებით თუ კვირეებით.
ემის მეგობრებმა გადაწყვიტეს მისთვის დაენახებინათ, რომ არასოდეს არ დატოვებენ მარტო მძიმე სენთან ბრძოლაში და ბოლომდე მის გვერდით იქნებიან. 2014 წლის 10 მაისს ემის 56 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ დღეს მოუწყვეს მას მეგობრებმა დიდი სიურპრიზი. ოჯახის ყველა წევრმა და 50-მა მეგობარმა ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან ერთად მოიყარა თავი ემის სახლში. მათ ქალს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. მეგობრებმა სახალისო ცეკვაც კი დადგეს ემის საპატივცემულოდ. თვალცრემლიანი, მაგრამ გახარებული ემი უსაზღვროდ ბედნიერი იყო ამ დღეს. 98 9-ს მოსწონს
|