საზოგადოება ბრძოლა გადარჩენისათვის, ანუ როგორ უნდა დააღწიოთ თავი ცხელ უდაბნოს 2014, 20 მაისი, 8:34 წარმოიდგინეთ, რომ ასეთ სიტუაციაში ჩავარდით: მიდიხართ უდაბნოში მანქანით სრულიად მარტო და უცებ მანქანა გაგიფუჭდათ, თან საკმაოდ სერიოზულად. უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე ათობით კილომეტრია, ხოლო წყლის და საკვების მარაგი მხოლოდ რამოდენიმე დღე გეყოფათ. რას მოიმოქმედებდით?
სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა მოგზაური ემილ ლერეი (Emile Leray), რომელიც აფრიკაში სამოგზაუროდ გაეშურა თავისი ავტომობილით Citroen 2CV . მაროკოს უდაბნოში რამდენიმედღიანი სვლის შემდეგ ავტომობილს გაუტყდა მთავარი ღერძი და საჭის სამართავი მოწყობილობა. ემილი სრულიად მარტოდმარტო აღმოჩნდა უდაბნოში უახლოესი სოფლიდან რამოდენიმე ათეული კოლომეტრით დაშორებული. ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილი ნებისმიერი ადამიანი ალბათ დაიბნეოდა, მაგრამ თავგადასავლების მოყვარულ ემილის სრულებით არ შეშინებია, რადგან მას რამოდენიმე დღის სამყოფი სასმელი წყალი და საკვები თან ჰქონდა. მან დაიწყო ავტომობილის შეკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცს არც სათანადო გამოცდილება გააჩნდა და არც საჭირო ინსტრუმენტები, რამოდენიმე დღეში მან თავისი Citroen 2CV-ისაგან აი ასეთი მოტოციკლის აწყობა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ემილის ქმნილება ძალიან წააგავდა პოსტაპოკალიფსურ მოტოციკლს, მან თავისი საქმე მშვენივრად შეასრულა და ახლაგაზრდა მამაკაცმა ცხელ უდაბნოს დააღწია თავი. ასე რომ, მთავარია მონდომება და სულის სიძლიერე და ნებისმიერი, თითქმის გამოუვალი სიტუაციიდან შეიძლება გამოსავლის პოვნა. 43 9-ს მოსწონს
|