x
image
მანჩო 777
14 წლის ნიგერიელმა პატარძალმა საკუთარ ქორწილში სიძე და სამი სტუმარი მოკლა
აფრიკული სახელმწიფოს-ნიგერიის პოლიციამ დააპატიმრა 14 წლის გოგონა, რომელმაც მკვლელობა საკუთარ ქორწილზე ჩაიდინა. მას არ უნდოდა გათხოვება და სიძე და კიდევ სამი სტუმარი სასიკვდილოდ მოწამლა. მკვლელობის იარაღი ვირთხის საწამლავი იყო.


image



ტრაგედია მოხდა ერთი თვის წინ სოფელ უნგვარ-იანსოროში. აქ 14 წლის ვასილა უმარუს ძალით ათხოვებდნენ 35 წლის უმარუ სანზე. საქორწილო სუფრის დროს სტუმრებს ბრინჯის კერძი მოართვეს, სწორედ მასში შეურია ვასილამ ვირთხის საწამლავი. იმ დღესვე გარდაიცვალა ასაკოვანი სიძე და ქორწილზე მოწვეული კიდევ სამი სტუმარი, ასევე ჰოსპიტალიზირებული იყო 10 სტუმარი, მაგრამ როგორც ჩანს, მათ მცირე რაოდენობით მიირთვეს ბრინჯი და მათი გადარჩენა მოხერხდა.

ახალგამომცხვარი პატარძალი პოლიციამ დააკავა. ის გამოტყდა დანაშაულში და განაცხადა, რომ ვირთხის საწამლავი ადგილობრივ ბაზარზე იყიდა. სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი გახდა ის, რომ გოგონას არ უნდოდა მასზე 21 წლით უფროს მამაკაცს ცოლად გაჰყოლოდა, რადგან ის არ უყვარდა და მშობლები ძალით ათხოვებდნენ.



image


არათანასწორი ქორწინებები, როცა გოგონებს ძალით ათხოვებენ მათზე გაცილებით უფროს მამაკაცებზე, ფართოდაა გავრცელებული ნიგერიის მუსულმან მოსახლეობაში. ბევრი ოჯახი არამარტო ფინანსურ გაჭირვებას განიცდის, არამედ შიმშილობს კიდეც. იმისათვის, რომ ზედმეტი მჭამელი მოაკლდეთ, ბევრი ოჯახი თანახმაა არასრულწლოვანი გოგონა მიათხოვოს გაცილებით ასაკოვან, მაგრამ მატერიალურად უზრუნველყოფილ მამაკაცს.

ყოველი მეორე ნიგერიელი არასრულწლოვანი გოგონა თხოვდება ძალდატანებით გაცილებით უფროს მამაკაცებზე-ასეთია გაეროს სოციოლოგების დასკვნა.

ადრეულ ასაკში დაქორწინება იწვევს იმას, რომ რომ ნაადრევი მშობიარობის გამო ქვეყანაში ძალიან ხშირია 14-18 წლის გოგონებში მშობიარობის დროა გარდაცვალების ფაქტები. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ქალები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან ქმრების მხრიდან, საკმაოდ გავცრელებულია შიდსით დააავადების ფაქტებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია 18 წელს მიუღწეველი პირებისათვის დაქორწინება, ადგილობროვი მუსულმანი მოსახლეობა ხშირად არღვევს ამ კანონს და ხელმძღვანელობს შარიათის კანონებით, რომელიც ბავშვებზე დაქორწინების ნებას იძლევა.

ფაქტიურად ნიგერიაში ამ კანონის დარღვევისათვის არ სჯიან. მაგალითად, სენატორი სანი ახმედ იერიმა, რომელმაც ცოლად 15 წლის გოგონა მოიყვანა, პასუხისგებაში არავის მიუცია. მართალია, 2 წლის შემდეგ ის გაცილდა ამ გოგონას, მაგრამ ეს გამოწვეული არ ყოფილა საზოგადოებრივი აზრის პატივისცემით, უბრალოდ 49 წლის პოლიტიკოსს ახალი გატაცება გამოუჩნდა-14 წლის ეგვიპტელი გოგონა, ხოლო რადგან მას უკვე ჰყავდა 4 ცოლი, შარიათი მეხუთედ დაქორწინების ნებას არ აძლევდა.

12
790
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
790
  
2014, 19 მაისი, 21:31
"ახალგამომცხვარი" ცოტა ცინიკურად ჟღერს.. სტატია მომეწონა როგორც ყოველთვის.
2014, 19 მაისი, 17:31
გოგონასთან შედარებით, თორე მაშინ მე მიყრუებული ბებერი უნდა ვიყო ეგრე:D
2014, 19 მაისი, 17:30
14 წლის ბავშვის კვალობაზე ;) თორემ მეც სულ რაღაც 5 წელში მივუკაკუნებ მაგ ასაკს და თავი ისევ პატარა მგონია :)
2014, 19 მაისი, 17:28
35 წლის ასაკოვანი რა პონტშია:X
2014, 19 მაისი, 16:38
უზომოდ მებრალებიან :((
2014, 19 მაისი, 16:37
აბა რა იქნება ასე ადრე ასაკში..თან იცი რა? არასათანადო კვება რომ აქვთ, გოგონები შედარებით გვიან მწიფდებიან სქესობროვად და 13-14 წლის მთალდ ბავშვები არიან
2014, 19 მაისი, 16:33
ნამდვილი სისასტიკეა, ბევრი მსმენია პირველ ღამეს რომ გარდაცვლილა იმის გამო, რომ არ ჰქონია სქესობრივი ცხოვრებისთვის ჩამოყალიბებული ორგანიზმი. :(((
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10