მხატვრობა გასაოცარი ხატვა მინაზე და ერთ წუთში შექმნილი შედევრები (+ საინტერესო ვიდეო) 2014, 18 მაისი, 10:32 ხელოვანი ადამიანები ზოგჯერ განსაკუთრებული გამომგონებლობით, ნიჭიერებითა და უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან. დღეს მინდა ერთი ასეთი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მხატვარი გაგაცნოთ. ფაბიან გაეტე მაურეირას უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ის ნახატებს ხატავს პირდაპირ შუა ქუჩაში, ტილოს მაგივრად პატარა მინის ნატეხს იყენებს და ფუნჯების მაგივრად საკუთარ თითებს. მხოლოდ იშვიათად, ძალიან წვრილი დეტალებისათვის შეიძლება მხატვარმა ფუნჯს მიმართოს.
მაყურებლები განცვიფრებულნი არიან ხატვის საოცარი ტენიკით: ფაბიანი უბრალოდ ასხამს საღებავს მინაზე და თითის წვერების მოქმნილი მოძრაობებით გასაოცარ სურათებს ქმნის. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ეს ნახატები გაურკვეველ აბსტრაქციებს კი არ წარმოადგენს, , არამედ ბუნების ულამაზეს პეიზაჟებს. ფაბიან გაეტე მაურიერას ნახატებზე შეიძლება ვნახოთ ულამაზესი ჩანჩქერები, შთამბეჭდავი მთის მასივები, ტბის სარკისებრი ზედაპირები, ტყის და სოფლის პეიზაჟები, ასევე ადამიანები და ცხოველები. მართლაც შთამბეჭდავი ნახატებია, არა? მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ შედევრებს ავტორი მეტეორის მოძრაობის სისწრაფით ქმნის. საშუალოდ ერთი სურათის შექმნაზე ხელოვანს ეხარჯება 30 წამიდან 3 წუთამდე. გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც ნათლად ჩანს "მინის ნახატების" შექმნის საინტერესო პროცესი და ხატვის საოცარი სისწრაფე. განსაკუთრებით საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ ქმნის მხატვარი უწვრილეს ელემენტებს-ჩიტებს, ადამიანებს, ძაღლებს. ყველაფერ ამას ის თითების წვერების მოქნილი მოძრაობებით აკეთებს. 384 12-ს მოსწონს
|