სხვა მსოფლიოში ყველაზე დიდი დინოზავრის ძვლები არგენტინაში აღმოაჩინეს 2014, 17 მაისი, 23:34 არგენტინაში პალეოლითის ხანის გიგანტური ზომის დინოზავრის ძვლები აღმოაჩინეს, ჯერჯერობით ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე დადიოდა დედამიწაზე.
თუ ვიმსჯელებთ დინოზავრის მენჯის ძვლებით, ცხოველის სიგრძე 40 მეტრია, ხოლო სიმაღლე კი 20 მეტრი, დაახლოებით იმდენივე, რაც ჩვენს სინამდვილეში შვიდსართულიანი შენობა.მეცნიერების გადმოცემით მისი წონა დაახლოებით 77 ტონას იწონის, როგორც აფრიკული 14 სპილო ერთად აღებული.მათივე თქმით, ნაპოვნი ნამარხი ეკუთვნის ტიტანოზავრის ჯგუფს, რომლებიც პალეოლითის ხანაში ცხოვრობდნენ დედამიწაზე.
ეს უძველესი აღმოჩენა ეკუთვნის ადგილობრივ ფერმერს, რომელმაც შემთხვევით იპოვა უდაბნოში ძვლები.
ცხოველი ცხოვრობდა ტყეებში 95 - 100 მილიონი წლის წინ და სახელწოდება ნაპოვნი დინოზავრისა ჯერჯერობით უცნობია.
ადრე უკვე არსებობდა მსოფლიოს ყველაზე დიდი დინოზავრის პრეტენდენტი, მაგრამ ამჟამად აზრი შეიცვალა მკვლევარებში და არგენტინულ ხვლიკს სიდიდით მსოფლიო საოცრებად თვლიან. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ მისი წონა 100 ტონა იქნებოდა, მაგრამ როცა ფეხების დაკვირვება აწარმოეს, დაასაბუთეს, რომ არ შეიძლებოდა წონა 77 ტონას გაქცეოდა.გამოკვლევაში ერთადერთი პრობლებაა ფრაგმენტულად როგორ გამოიყურება ჩონჩხი მთლიანობაში. ცაკ - ცაკლე კი 150 ძვალია ნაპოვნი.თუმცა პროპორცია და ფორმის დადგენა სრულყოფილად ჰიპოთეზურია. 99 9-ს მოსწონს
|