x
დედა პარასკევა სამთავროში დაბრუნდა

image

დედა პარასკევა მცხეთის ფერისცვალების მონასტერს დაუბრუნდა. მედია ამის შესახებ დუმს. არც სოციალურ ქსელებში არ ჩანს კომენტარები აღნიშნულის შესახებ. თუმცა დაახლოებით ერთი კვირის წინ სრულიად სოციალური სამყარო განიხილავდა სამთავროს მონასტერში მოხდარ "სკანდალს". იყო ცილისწამება, ამართლებდნენ ხან ერთ და ხან მეორე მხარეს. მსჯელობდნენ იმ ინციდენტზე, რომელიც უბრალოდ არ მომხდარა. ახლა კი, სკანდალი აღარაა, შესაბამისად საინტერესოც აღარაფერია.

ბოლო პერიოდში გარკვეული ჯგუფები განსაკუთრებით აქტიურად დაუპირისპირდნენ ეკლესიას. ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ჩირქი მოსცხონ სასულიერო პირებს. მიზეზი მარტივია, საქართველოს საძირკველი ხომ მუდამ რწმენა იყო, რწმენის დამსახურებით გავიმარჯვეთ დიდგორზე, რწმენა იყო ყველა წარმატების საწინდარი და რწმენა გვაძლებინებდა ყველა გასაჭირში. თუ დაიკარგება რწმენა, დაიშლება ერიც. ჩვენ აღარ გვექნება სახელმწიფო... ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა, ახლა კი რაც შეეხება სამთავროში მომხდარ ფაქტს. ბრძოლა ყველგანაა, განსაკუთრებით მაშინ გებრძვის სატანა, როცა ღმერთამდე ძალიან მცირე მანძილი გაშორებს, ყველა ვერ უძლებს...ეკლესიის მსახურები წმინდანები არ არიან. არავინ იცის მათ როგორი წინააღმდეგობის გაწევა უწევთ. ასე რომ ხდება შემთხვევები როცა ადამიანს სჭირდება განცალკევება და გარკვეულ საკითხებზე ფიქრი. დედა პარასკევა არავის გაუგდია ტაძრიდან, ამას ვერც ვერავინ გაბედავდა, ის ხომ მამა გაბრიელის რჩეული იყო და უკლებლივ ყველა მონაზონს უყვარს. მისმა ტაძრიდან რამდენიმე დღით წასვლამ, ჭორების გავრცელებას შეუწყო ხელი. ჩასაფრებული პოზიციიდან ეს ძალიან კარგი შანსი იყო- გაეკიცათ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წმინდა მონასტრის მესვეურნი.


0
236
1-ს მოსწონს
ავტორი:პუსკაჩა
პუსკაჩა
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0