x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135744
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზები
გასულ საუკინეში, დისკრიმინაცია არ იყო აკრძალული, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც აშკარად შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა დაცვის სულ უფრო და უფრო მზარდი სტანდარტების გამოვლინება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადმიანთა თანასწორ ხელმისაწვდომობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას.მიუხეავად ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც ვხვდებით ერთი ადამიანის ან ჯგუფის მიერ, მეორე ადამიანის ან ჯგუფის შეურაცხყოფას, ჩაგვარს, დამცირებას, უფლებების დარღვევას-მათ დისკრიმინაციას.

დისკრიმინაცია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რომელიც მიმართულა რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანებისა თუ ჯგუფების წინააღმდეგ.დისკრიმინაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმით ვლინდება.დისკრიმიაციის ობიექტები ხდებიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც რაიმე ნიშნით, განსაკუთრებით კანის ფერით, განსხვავდებიან სხვებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციამ საგრძნობლად იკლო, რასისტული ტენდენციები მაინც ვლინდება.მაგალითად, სამართალდამცავების ძირითადი სამიზნე ობიექტები შავკანიანი მამაკაცები არიან და ხდება უფრო მეტი კონტროლი მათი, ვიდრე თეთრკანიანებისა.

დისკრიმინირებული ადამიანის გარიყვა- დისკრიმინაციის კიდევ ერთი გამოვლინებაა ქცევაში, რომლის დროსაც საზოგადოება არ იღებს განსხვავებულ ინდივიდს და ფერხდება მათი სოციალიზაციის პროცესი.დისკრიმინაციის დროს ასევე ხდება დიფერენციაცია.მაგალითად, როდესაც ანსხვავებენ შავკანიან და თეთრკანიან ბავშვებს და შავკანიან ბავშვებს გამოყოფენ, როგორც დაბალი უნარებისა და შესაძლებლობების მქონეებს.


დისკრიმინაციის განმაპირობებელ მრავალ ფაქტორთა შორის ვლინდება ის ბაზისური მიზეზები, რომლების საფუძვლად უდევს დისკრიმინაციულ ქცევას:

დაუცველობის გრძნობა, დაბალი თვითშეფასება-ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრა შეიძლება განპირობებული იყოს თავად დისკრიმინაციის სუბიექტის თვითშეფასებითა და დაუცველობით.როცა ადამიანს აქვს დაბალი თვითშეფასება იგი ამის კონპენსირებას ცდილობს სხვის ნაკლზე მითითებით, რათა გამოჩნდეს სხვაზე უკეთესი.

კულტურული გავლენა-კულტურა რომელშიც აღვიზარდეთ ძალიან დიდი გავლენას ახდენს იმაზე, განვახორციელებთ თუ არა დისკრიმინაციულ ქცევას.კულტურის აგენტებად შეიძლება წარმოვიდგინოთ ოჯახი, საზოგადოება, მასმედია.

დომინირების კომპლექსი-როცა საკუთარ თავს დომინანტად მიიჩნევ, ბუნებრივია, შესაბამის ქცევასაც ახორციელებ.როცა განუზომლად იზრდება წარმოდგენა საკუთარ თავზე, მცირება სხვის მიმართ პატივისცემა.ადამიანის იწყებს სხვების განსჯას, დაჩაგვრას-დისკრიმინაციას.

აზრთა სხვადასხვაობა-როცა ორი ადამიანი განსხვავებულ პოზიციაზე დგას, მათ ერთმანეთის მიმართ უყალიბდებათ ნეგატიური დამოკიდებულება, რასაც შედეგადა დისკრიმინაციამდე მივყავართ.

სიმპატიის არ ქონა-დაჩაგრო ადამიანი უბრალოდ იმიტომ, რომ არ მოგწონს ის ან ის ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს პროგრესი აშკარაა, დისკრიმინაციის

სრულყოფილი აღმოფხვირისთვის აუცილებელია გაცნობიერებული იყოს მისი ძირითადი მიზეზები, მოხდეს განსხვავებული ადამიანების პატივისცემა და ადამიანის უფლებების საყოველთაო აღიარება.

0
158
2-ს არ მოსწონს
ავტორი:ანა ქოჩიაშვილი
ანა ქოჩიაშვილი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0