x
image
მანჩო 777
მონანიება შუა ბრძოლის დროს, ანუ ერთი ფოტოს ისტორია
ამ განსაცვიფრებელ ფოტოზე აღბეჭდილია სახელგანთქმული მატადორის ალვარო მუნეროს კარიერის უცაბედი დასასრული. ტორეადორმა შუაგული ბრძოლის დროს შეწყვიტა ბრძოლა და აღარ მოინდომა მისი გაგრძლება. იგი მიხვდა, რომ ცხოველს არ უნდოდა მასთან ბრძოლა და თითქოსდა შენდობას, შეწყალებას თხოვდა მატადორს. ალვარომ არენა დატოვა და ამ დღის შემდეგ კორიდას საბოლოოდ ჩამოშორდა, უფრო მეტიც, ის ცხოველების უფლებების მხურვალე დამცველი გახდა.


image



მომავალში მუნერო ასე იხსენებდა თავის უკანასკნელ ბრძოლას:"უცებ მე ხარს შევხედე...ის უბრალოდ იდგა და თვალებში მიყურებდა მე, არც კი უცდია ჩემზე თავდასხმა. ეს იყო უცოდველი ცხოველი, ისეთივე, როგორიცაა ბუნების ნებისმიერი ქმნილება დედამიწის ზურგზე. ხარი ისე მიყურებდა, თითქოს მთხოვდა- შემიწყალე, ნუ მომკლავო. მე მივხვდი, რომ ის მე მომმართავდა ისეთივე თხოვნით, როგორითაც ჩვენ მივმართავთ ღმერთს..ხარის თვალები მე მეუბნებოდა:– მე არ მინდა შენთან ბრძოლა... გთხოვ, დამინდე, მე ხომ შენთვის ცუდი არაფერი გამიკეთებიაო. თუ ასე ძალიან გინდა ჩემი მოკვლა, მომკალი, მაგრამ მე არ ვიბრძოლებ შენთან.

მე, ამოვიკითხე რა ეს სიტყვები დაჭრილი ხარის თვალებში, თავი დედამიწაზე უკანასკნელ ნაძირალად ვიგრძენი. მე შევწყვიტე ბრძოლა, ამის შემდეგ კორიდას ახლოსაც არ გავკარებივარ, გავხდი ვეგეტარიანელი და აქტიურად ჩავერთე ცხოველების დასაცავ ბრძოლაში".


11
624
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
624
  
2018, 12 იანვარი, 16:04
რა კარგია... პ.ს. უცებ გამეხარდა რომ ვეგეტარიანელი ვარ და ჩემი ცოდვა არ მადევს ამ ცხოველების ჟლეტაში.. :)
2014, 17 მაისი, 17:59
ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი წესით ეგრე უნდა შვებოდეს:)
2014, 17 მაისი, 17:58
გართობის მიზნით ცხოველების და ფრინველების დახოცვას ვეწინააღმდეგები!!!!!
2014, 17 მაისი, 11:41
მე კიდევ მეშინია:D
2014, 17 მაისი, 11:40
არ ვიცი რას გულისხმობ სხვანაირში, მაგრამ მე მაგრად მიყვარს ეგ ცხოველი! :)
2014, 17 მაისი, 11:36
კი, მაგრამ ხარი რაღაც სხვანაირი ცხოველია:)
2014, 17 მაისი, 11:32
ცხოველი რომ გიყვარდეს არ შეიძლება თუ რაშია საქმე?
2014, 16 მაისი, 19:10
ეგრე უფრო ლოგიკური იქნებოდა:)
2014, 16 მაისი, 19:09
ალბათ უფრო მოცოდებიან,უნდა დამეწერა:)
2014, 16 მაისი, 19:07
ხარების სიყვარულის რა მოგახსენო, აი კორიდა კი ძალიან მეჯავრება:(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10