x
image
მანჩო 777
ყველაზე უაზრო სიკვდილის შემთხვევები, ანუ "რაც მოგივა დავითაო"...
წარმოიდგინეთ, თურმე ამ ქვეყნად ასეთებიც ხდება......

image





"ბრძნული" რჩევა

ნიუ-იორკში მამაკაცი მანქანის ქვეშ მოყვა. მას არაფერი არ მოსვლია, წამოდგა და გზის გაგრძელებას აპირებდა. ამ დროს შემთხვევის ერთ- ერთმა მოწმემ მას ურჩია, თავი სერიოზულ დაშავებულად მოეჩვენებინა და მანქანის პატრონისაგან კომპენსაცია მოეთხოვა. კაცმა დაუჯერა და ძირს დაწვა. მძღოლმა უეცრად დაძრული მანქანა ვერ შეაჩერა და ძირს დაწოლილს გადაუარა, რაც მისთვის ლეტალური შედეგით დასრულდა.




საქორწინო ფინალი

პრაღელ ვერა ჩუმაკს ჭორები მიუტანს, რომ ქმარი მას ღალატობდა. აღელვებული ქალი მესამე სართულის აივნიდან გადახტა და შემთხვევით თავზე დაეცა ქმარს, რომელიც ამ დროს სამსახურიდან ბრუნდებოდა. ქალი გონს ჰოსპიტალში მოვიდა, აი "მოღალატე" კი ადგილზე გარდაიცვალა.



"ჯოჯოხეთის მოციქულები"

მას შემდეგ, რაც ტაივანური სერიალი ნახეს, ოთხმა ჩინელმა ჭაბუკმა გადაწყვიტა სამოგზაუროდ ჯოჯოხეთში გამგზავრებულიყო. მათ შეჭამეს ნესვი, რომელზეც დარიშხანი იყო მოყრილი. ბიჭებმა ჭამის წინ წერილი დატოვეს:" თუკი ჯოჯოხეთში ისევე ცუდია, როგორც აქ, მაშინ ჩვენ დავბრუნდებით". ექიმებმა ორის დაბრუნება მართლაც მოახერხეს, აი ორ მათგანს კი ეტყობა, ძალიან მოეწონა ჯოჯოხეთში ყოფნა.




მოდუნდა

ალპინისტმა ჟერარ ომელმა ევერესტზე 6 ასვლა სრულიად უსაფრთხოდ განახორციელა. ის გარდაიცვალა სახლში, როცა ნათურის გამოცვლის დროს კიბიდან ჩავარდა და სამზარეულოს ნიჟარას თავი დაარტყა.




ოჰ, ეს ვერაგი ზამბარები

80 წლის ადელაიდა მაგნიზომ კარადიდან გამოიღო დასაკეცი საწოლი და დასაძინელბლად დაწვა. ის დაიღუპა მაშინ, როცა ჩაუკეტავი ზამბარა ამუშავდა და საწოლი თავისით დაიკეცა.




გამოსამშვიდობებელი გაბრძოლება

სამხრეთკორეელი მეთევზე მის მიერ დაჭერილ თევზს გასაყიდად ამზადებდა. მან გამოსაშიგნად დანა დაუშვა თევზს, ის კი საუბედუროდ, ცოცხალი აღმოჩნდა.თევზმა კუდი გაიქნია და დანა აისხლიტა, რომელიც პირდაპირ გულში მოხვდა მეთევზეს. ის ადგილზე გარდაიცვალა




ნაადრევი დაკრძალვა

ნიუ-იორკელი ჯულია კარსონი გულის შეტევით გარდაიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ექიმებმა ასე გადაწყვიტეს. დასაფლავების დღეს ის უეცრად გაცოცხლდა, კუბოში წამოჯდა და იკითხა, თუ რა ხდებოდა. ჯულიას შვილი ჯუდი მიღებული შოკისაგან ადგილზე გარდაიცვალა.



სიზმრის უნდა გჯეროდეთ!

მასაჩუსეტსის მცხოვრებმა ლინდა გუდმა გადადო კრიუზი კარიბის კუნძულებზე, რადგან დაესიზმრა, რომ მანქანაში მოკვდა. თუმცა ჯობდა ის სამოგზაუროდ წასულიყო, რადგან რამოდენიმე დღის შემდეგ ქალი თავის მანქანაში გაგუდული იპოვეს.



ცნობისმოყვარეობამ ასე იცის

ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინის ხიდზე 50-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რათა თვალყური ედევნებინათ ახალგაზრდა გოგონასათვის, რომელიც ხიდიდან წყალში გადახტომას აპირებდა თავის მოკვლის მიზნით.ხიდმა ასეთ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩატყდა. სულ 12 ადამიანი დაიღუპა, აი გოგონას გადარჩენა კი, საბედნიეროდ, შეძლეს.



შურისმაძიებელი კურდღელი

ფერმერი ვინსენტ კაროჯიო კურდღლებზე ნადირობდა. ის დასასვენებლად მდელოზე წამოწვა, ხოლო იარაღი გვერდით დაიდო. გვერდით ჩარბენილმა შეშინებულმა კურდღელმა ჩახმახს ფეხი წამოკრა.თოფმა გაისროლა და კურდღლების მტერი ადგილზე გააგორა.



ჯობდა ათეისტი ყოფილიყო

ჰონკონგელმა 65 წლის ცაი ვან ჰონგმა გადაწყვიტა ღმერთისათვის მადლობა გადაეხადა, რომ მისი ცოლი ავტოავარიის დროს ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. ლოცვა მრავალსართულიანი სახლის ეზოში ხდებოდა...უცებ შენობის სახურავიდან ცემენტის ტომარა გადმოვარდა და მლოცველს თავში დაეცა. ის ადგილზე გარდაიცვალა.



ძუნწი შიმშილის მსხვერპლი გახდა

86 წლის ამიგდალია ბალტა შიმშილით მკვდარი იპოვეს თავის სახლში საბერძნეთის კუნძულ ევიაზე. მის სახელზე ბანკში 350 000 $ და 150 ოქროს მონეტისაგან შემდგარი კოლექცია ინახებოდა.



ბედი!

32 წლის სტივენ ჰაიეტმა გადაიტანა კუჭის, ფილტვის, თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვის ოპერაციები. ის სრულიად გამოჯანმრთელდა. ოპერაციიდან 6 წლის შემდეგ სტივენი დაიღუპა იმით, რომ ნათურის შეცვლის დროს გადმოვარდა და თავი გაიტეხა.



ბედნიერი ბრიყვი

35 წლის სირიელი ნაჯიბ საადი იმდენად ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ გადაწყვიტა...თავის მოკვლა. სიკვდილისწინა ბარათში მან დაწერა, რომ ის აბსოლუტურად ბედნიერია, მაგრამ თავს იკლავს იმიტომ, რომ მოსალოდნელი უბედურების ეშინია.




"მართლმსაჯულების იარაღი"

ქალაქ ბონის მცხოვრები პიტერ გრუბერი დაიღუპა ხელოვნების მუზეუმის გაძარცვის დროს. შემჩნია რა მოახლოებული მცველები, ის პანიკაში ჩავარდა და გაქცევა სცადა, სირბილის დროს დაეჯახა ქანდაკებას, რომელსაც ხელში ერთმეტრიანი ხმალი ეჭირა. უბედური მძარცველი ამ ხმალზე წამოეგო. ექსპონატს სახელად ერქვა "მართლმსაჯულების იარაღი".

9
464
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
464
  
2014, 17 მაისი, 9:12
გაიხარეთ:)
2014, 17 მაისი, 9:05
ძალიან კარგი სტატიაა :))))))) ბევრი ვიხალისეე :D:D:D:D:D:D:D:D
2014, 16 მაისი, 19:15
კარგი სტატიაა..............
2014, 15 მაისი, 22:50
აბაა:DDD
2014, 15 მაისი, 22:44
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D რას არ მოისმენ და წაიკითხავ ადამიანი
2014, 15 მაისი, 22:09
ეგრეა:(
2014, 15 მაისი, 22:05
მომეწონა სტატია. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო :)
2014, 15 მაისი, 21:37
ჰო, ისეთი შემთხევევებია, სიმწრით გაგეცინება:)
2014, 15 მაისი, 21:37
რა კარგად ვიცინე :)) (ვწუხვარ დაღუპულების გამო, მაგრამ მართლა გავმხიარულდი).
0 1 9