სხვა ბრაზილიის პოლიცია მსოფლიო ჩემპიონატის სტუმრებს აფრთხილებს:ნუ ატეხავთ ხმაურს როდესაც გაგძარცვავენ 2014, 15 მაისი, 9:32 ბრაზილიის პოლიციამ გამოუშვა ბროშურა რჩევებით სტუმრებისთვის, რომლებიც აპირებენ დაესწრონ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, რომელიც სტარტს ივნისის თვეში აიღებს. სამართალდამცავები ტურისტებს მოუწოდებენ არ იყვირონ და წინააღმდეგობა არ გაუწიონ მძარცველს. "რეაგირება არ მოახდინოთ, არ იყვიროთ და არ ეკამათოთ"-ნათქვამია ბროშურაში, რომლების ბრაზილიაში განთავსებულ საელჩოებს და საკონსულოებს დაურიგდა. პოლიციის განცხადებით მძარცველი შესაძლოა უფრო გაღიზიანდეს, რამაც შეიძლება დანაშაულის უფრო მძიმე ესკალაცია გამოიწვიოს, თვით მკვლელობაც კი. ტურისტებს აგრეთვე ურჩევენ ყველას დასანახად ნუ გამოაჩენენ ძვირფას ნივთებს, აგრეთვე მოერიდონ ღამე სეირნობას. შეგახსენებთ, რომ ბრაზილია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ქვეყნად ითვლება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მკვლელობების რაოდენობით ერთპიროვნული ლიდერია მსოფლიოში. 328 5-ს მოსწონს
|