საზოგადოება რუსთავი 2-ზე საგამოძიებო გადაცემა "ანატომია" გავა 2014, 12 მაისი, 18:59 რუსთავი 2–ზე ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი საგამოძიებო გადაცემა "ანატომიას" წაიყვანს. ამის შესახებ მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ძალიან მოკლე დროში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეღო ცხოვრებისგან კიდევ ერთი და ვფიქრობ, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა! "ანატომია" სულ რამდენიმე ხანში გავა ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერში. საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული სამაუწყებლო ტელევიზია მზად არის. საკუთარი საეთერო დრო დაუთმოს გადაცემა "ანატომიას" და მე ეს ძალიან მიხარია....ვნახოთ, რა გამოვა. მგონი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა ყველა იმ ტელევიზიას და მათ მენეჯმენტს, რომლებიც წლების განმავლობაში არ ერიდებოდნენ, "ანატომიის" საშუალებით მიეცათ საზოგადოებისთვის სიმართლის გაგების უფლება. დიდი მადლობა მაყურებელს, რომელიც ენდობოდა, უყურებდა და აფასებდა ჩემს გადაცემას. უთქვენოდ "ანატომია" ვერ იარსებებდა...დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომელთა კისერზე გადაიარა ყველა რთულმა დრომ...მიყვარხართ, "–წერს მიქიაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე. ცნობისთვის, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, გადაცემა "ანატომია" მე–9 არხზე გადიოდა. შემდეგ კი ტვ 3–ზე. 351 შეფასება არ არის
|