საზოგადოება Playboy-ის ყოფილი მოდელი დღეს ქუჩის მათხოვარია 2014, 11 მაისი, 21:31 Playboy-ის ყოფილი მოდელი და უამრავი სატელევიზო შოუს მონაწილე, 60 წლის კრისტა მაკენა დღეს საარსებო საშუალების საძიებლად აშშ-ის ქალაქის გრანდ-რაპიდის ქუჩებში გამოდის. მისი სხეულის გასაოცარი მოქნილობა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში დაეხმარა ცნობილი და პოპულარული გამხრდარიყო, ახლა ეხმარება დღეში რამოდენიმე დოლარის შოვნაში.
ყველასაგან გარიყული და მივიწყებული ქალი ჟურნალისტებს უჩვენებს თავის ფოტოსურათებს, როცა ის ახალგაზრდა და ლამაზი იყო. კრისტა თავის დროზე ძალიან ცნობილი იყო, მას ხშირად იწვევდნენ ტელევიზიები. სხეულის განსაცვიფრებელი მოქნილობის გამო მას ხშირად უწოდებდნენ "ქალ-ობობას". სქოლიოზით და სტენოზით გატანჯული ქალი ჰყვება, რომ დღეში მის მიერ შეგროვებული თანხა 7 დოლარს არ აჭარბებს. "-მე უბრალოდ არ ვიცი, როგორ მივედი ამ მდგომარეობამდე", -ამბობს კრისტა. გთავაზობთ 70-იან წლებში გადაღებულ ვიდეოს, რომელზეც ასახულია ამ გასაოცრად მოქნილი და ელასტიური ქალბატონის გამოსვლა. 388 7-ს მოსწონს
|