შოუბიზნესი ყველაზე გულუხვი ვარსკვლავები. 2014, 11 მაისი, 21:43 ყველაზე ქველმოქმედი ვარსკვლავების რეიტინგი შეადგინა ბრიტანულმა გამომცემლობამ "sundey times". "ქველმოქმედი მეფის" ტიტული უკონკურენტოდ მოიპოვა მომღერალმა და კომპოზიტორმა ელტონ ჯონმა.ბოლო ერთი წლის განმავლობაში შიდსთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ მან 24 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. პოპულარულმა მწერალმა ჯოან როულინგმა რომელიც ასევე პოპულარული წიგნის "ჰარი პოტერის" ავტორია, ქვლმოქმედების მიზნით 9, 4 მილიონი ფუნტი სტრლინგი გამოჰყო. ამ რეიტინგში ის მეორე ადგილს იკავებს. მესამე ადგილზეა ირლანდიელი მუსიკოსი ჯგუფ U2-ის ლიდერი ბონო, რომელმეც ქველმოქმედებას 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოახმარა. ბრიტანეთის ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევის ცეტრებმა ცნობილი გოლფისტის, კოლინ მონტომერისაგან 3, 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღეს.ის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. ცნობილმა წყვილმა ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა საკუთარი ტანსაცმლის გაყიდვით შემოსული თანხა 3, 4 მილიონი ფუნტი სტერლინგი ქველმოქმედებას მოახმარეს. ბრინანელმა მუსიკოსმა ერიკ კლეპტონმა ნიუ-იორკის აუქციონზე გაყიდული 70 გიტარის თანხა 2, 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი მთლიანად გადარიცხა მის მიერ დაარსებულ ნარკოდამოკიდებულთა ბრძოლის ცენტრში. ქველმოქმდებას ეწევა ჯგუფი"Coldpley"ამ მიზნით მათი დახარჯული თანხა 2, 8 მილიონ ფუნტი სტერლინგს შეადგენს. ბიჭების ჯგიფი"one direqtion"საქველმოქმედო კონცერტებს მართავს და თანხას ომის შედეგად დაზარალებული აფრიკელი ბავშვების ფონდში რიცხავს. ამფონდში მათ 2, 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჩარიცხეს. ქველმოქმედ ვარსკვლავებში მოხვდა ცნობილი ტელეწამყვანი და პროდიუსერი საიმონ კოუელი მან ქველმოქმედების მიზნით 1, 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა. 100 3-ს მოსწონს
|